აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ციხეში შიმშილობა დაიწყო
23.09.2019
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ციხეში შიმშილობა დაიწყო. ამის მიზეზად პოლიციელების მხრიდან პოლიტიკურ პატიმრებზე ზეწოლას სახელდება. 
"საქართველოდან გატაცებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გამოძიების პროცესი უშედეგოდ მიმდინარეობს, ამიტომ ამ ადამიანის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც აზერბაიჯანის მთავრობას, ისე საქართველოს ხელისუფლებას" - აცხადებს ტვ პირველთან ინტერვიუში აფგან მუხთარლის ადვოკატი კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი.

alt