სამოქალაქო სექტორი 20 ივნისის გამოძიების პროცესს უნდობლობას უცხადებს
16.08.2019

სამოქალაქო სექტორი 20 ივნისის გამოძიების პროცესს უნდობლობას უცხადებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დაუსაბუთებელი განჩინებების საფუძველზე წინასწარი პატიმრობების მასიურად გამოყენება, ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების სურვილზე მიუთითებს. ამ შეფასებას მათ ისიც უმძაფრებს, რომ დღემდე არ გამოვლენილა ყველა მოძალადე და კანონდამრღვევი პოლიციელი, არც შინაგან საქმეთა მინისტრს აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა სისტემურ ჩავარდნაზე.

გამოძიების პროცესის შესახებ იხილეთ კონსტიტუციის 42-ე მუხლის არმასრულებელი დირექტორის ნათია კაციტაძის შეფასება.

alt