სამოქალაქო სექტორი 20 ივნისის საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
15.08.2019
სამოქალაქო სექტორი 20 ივნისის საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. 
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ამ დრომდე არ გადადგა არც ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებას გამოძიების ობიექტურად ჩატარებაში დაარწმუნებს. პირიქით, დღემდე არ არსებობს პასუხი იმაზე, თუ რა ზომები გატარდა კანონდამრღვევი პოლიციელების მიმართ. 
სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ აქციის დაშლისას გამოიკვეთა არაერთი სისტემური პრობლემა, რომელზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა აეღო. 
ამ თემასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის სიუჟეტში იხილეთ კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელი დირექტორის ნათია კაციტაძის კომენტარი.

alt