უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცება პარლამენტში
14.08.2019
რა ფორმატით მოხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცება პარლამენტში, ამ საკითხზე არასამთავრობო სექტორსა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა.
სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით იხილეთ კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელი დირექტორის ნათია კაციტაძის პოზიცია.
"ეს უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის არა ფორმალური პროცესი, არამედ მათ აქტიურად უნდა იმუშაონ კანდიდატების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე და საკუთარი შეფასებების მომზადებაზე. უმჯობესია რომ ოცივე კანდიდატით არ დაკომპლექტდეს და ამ ეტაპზე სრულად არ შეივსოს ყველა ვაკანტური ადგილი, იმიტომ რომ ამის რესურსი არ ჩანს. ჩვენი ჩართულობა და პრინციპული პოზიციის დაფიქსირება არის ძალიან მნიშვნელოვანი"- აცხადებს ნათია კაციტაძე.

alt