შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უფლება
20.03.2019

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უფლება

შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ადამიანებს სამსახურის ძიებისას დამაბრკოლებლად ხვდებათ ქვეყანაში არსებული ბარიერები და შეზღუდვები, რაც წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს შშმპ დასაქმებისთვის.

რატომ უნდა დაასაქმოთ შშმ ადამიანი თქვენს კომპანიებში?

ისინი სანდო და ერთგული თანამშრომელები არიან;

დადებითად მოქმედებენ სამუშაო გარემოს მრავალფეროვნების შექმნაში და ამით ქმნიან მაღალი ხარისხის პროდუქტსა და სერვისს;

ხელმისაწვდომი და თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნა ხელს უწყობს კომპანიის რეპუტაციის ზრდას;

და რაც მთავარია, მოაქვთ წარმატება და მეტი მოგება კომპანიისთვის.