აღმასრულებელი დირექტორი
06.09.2019
ააიპ კონსტიტუციის 42-ე მუხლი აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.

ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად.


ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული);
** მენეჯერად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** საპროექტო წინადადებების მომზადების გამოცდილება;
** საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია რუსული ან სხვა უცხო ენების ცოდნა);
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის კომპეტენცია;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

აღმასრულებელი დირექტორის უფლება-მოვალეობები:

** ინიშნება ორგანიზაციის გამგეობის მიერ 2 (ორი) წლის ვადით;
** გამგეობასთან შეთანხმებით, მოქმედებს ორგანიზაციის სახელით და წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
** გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს პროგრამებს და პროექტებს;
** პასუხისმგებელია ფანდრაიზინგის პროცესის ორგანიზებაზე;
** ხელს აწერს ორგანიზაციის ფინანსურ დოკუმენტებს;
** განკარგავს და ანგარიშვალდებულია ფულადი სახსრებისა და მატერიალური რესურსების გამოყენებაზე;
** წარმართავს ორგანიზაციის აპარატის მუშაობას;
** დებს ხელშეკრულებებს ორგანიზაციის სახელით;
** აცხადებს და ატარებს კონკურსს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე, გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად;
** ზედამხედველობს ორგანიზაციის შინაგანაწესისა და ეთიკის წესების დაცვას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღების მიზნით მიმართავს გამგეობას.
** ახორციელებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** რეზიუმე (CV);
** სამოტივაციო წერილი;
** ორგანიზაციაში საქმიანობის 6 თვიანი სამუშაო გეგმა;
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22.09.2019 წ.

კონკურსის 1-ლ ეტაპზე, მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმება მითითებულ მოთხოვნებთან. კონკურსის მე-2 ეტაპი, კანდიდატებთან გასაუბრება.

დავუკავშირდებით მხოლოდ კონკურსის პირველი ეტაპისათვის შერჩეულ კანდიდატებს. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: office@article42.ge