სამართლებრივი კონსულტანტი
18.01.2019

ააიპ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აცხადებს კონკურსს სამართლებრივი კონსულტანტის (2 პოზიცია) პოზიციაზე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებლთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვა და გაძლიერება”.

პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი-31 დეკემბერი 2019

ვაკანტური პოზიციები:

1.      სამართლებრივი კონსულტანტი - 2 პოზიცია

o   ანაზღაურება - 1 900 ლარი (დარიცხული ხელფასი)

სამუშაოს დაწყების დრო: 1 თებერვალი 2019

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დახმარების გაწევა, მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე; საქმისწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში; ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი მათი განსახლების ადგილებზე და უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება; პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა; პროექტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-       უმაღლესი იურიდიული განათლება

-       ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე, მათ შორის, თავშესაფრისა და ბინადრობის უფლების მიღების, ასევე, მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება

-       სამართალწარმობის გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებში; ეროვნულ სასამართლოებში წარმომადგენლობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად

-       ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული (B2 დონე)

-       ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება პრიორიტეტად

-        საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 უნარ-ჩვევები:

-         სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება

-         სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულად, სრულყოფილი ზეპირი კომუნიკაცია ინგლისურად და რუსულად

-         სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა

-         გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა

-         შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება

 

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

1.      დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა

2.      მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის გასაუბრება

3.      მესამე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის წერითი დავალება

გამოცხადებულ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი და ორი რეკომენდატორის მონაცემები ა/წ 4 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@article42.ge

სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.