წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის სპეციალისტი (COI)
18.01.2019

ააიპ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აცხადებს კონკურსს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის სპეციალისტის (COI) პოზიციებზე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებლთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვა და გაძლიერება”.                                        

პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი-31 დეკემბერი 2019

ვაკანტური პოზიცია:

1.      წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის სპეციალისტი (COI) - 1 პოზიცია 

o   ანაზღაურება - 1 500 ლარი (დარიცხული ხელფასი)

სამუშაოს დაწყების დრო: 1 თებერვალი 2019

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

პროექტის ბენეფიციარების წარმოშობის ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან, თარგმნა ქართულ ენაზე, ინფორმაციის სრულყოფილი დამუშავება და ანალიზი, იმგვარად რომ დამუშავებული ინფორმაცია იყოს სანდო და გადამოწმებადი, შესაბამისი ანგარიშების/ანალიზის მომზადება; დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება იურისტებისა და კონსულტანტებისათვის; პროექტის მიზნებისათვისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-       უმაღლესი განათლება სამართლის, პოლიტიკური ან ჰუმანიტარული მეცნიერების განხრით

-       კვლევით პროექტებში ჩართულობის გამოცდილება

-       აკადემიური წერის გამოცდილება

-       ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული (B2 დონე),

-        საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 უნარ-ჩვევები:

-         ანალიტიკური საქმიანობის უნარი

-         სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულად, ინგლისურად და რუსულად

-         სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა

-         გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა

-         შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება

 

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

1.      დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა

2.      მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის გასაუბრება

3.      მესამე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის წერითი დავალება

გამოცხადებულ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი, კვლევა ან/და ანალიტიკური ნაშრომი, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი და ორი რეკომენდატორის მონაცემები ა/წ 4 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@article42.ge

სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.