„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: "სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე - პრევენცია და გამოწვევები"
15.01.2019

კონკურსის მიზანიასამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები

 

ესეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს.

ესეების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი 18:00 საათი.

ესეს მოთხოვნები:

** ესეს საორიენტაციო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს;

** ესე უნდა აიკრიფოს 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტით;

** სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს 1.5 ინტერვალი;

** სტატიაში გამოყენებული უნდა იყოს სქოლიოები. წყარო უნდა მიეთითოს ორიგინალ ენაზე, შემდეგი წესით: წიგნის შემთხვევაში - მიეთითოს წიგნის დასახელება; ავტორ(ებ)ის ან/და რედაქტორის სახელი და გვარი; ქალაქი, გამოცემის წელი, გვერდები; სტატიის შემთხვევაში - სტატიის დასახელება, ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი; გამოცემის დასახელება, გვერდები და წელი.

ნაშრომში დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა:

1. ესეს სათაური

2. ავტორის სახელი და გვარი

3. უნივერსიტეტი, სწავლების საფეხური, კურსი

4. ესე

5. გამოყენებული ლიტერატურა

ესეს მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:

** ავტორმა ესეს ელექტრონული ვერსია უნდა გადმოაგზავნოს Word-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - office@article42.ge . სათაურის ველში მიუთითეთ - ესეების კონკურსი. ესე შეფასების კომისიის მიერ განიხილება  და ავტორს არაუგვიანეს 2018 წლის  10 თებევრლისა ეცნობება პასუხი ფინალურ ეტაპზე გადასვლის შესახებ.

** ესე, რომელშიც არ იქნება დაცული არსებული მოთხოვნები და თანმიმდევრობა, არ იქნება განხილული და ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

** ესე უნდა აკმაყოფილებდეს მის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას.

გამარჯვებული ესეს ავტორი 3 თვიან არაანაზღუარებად სტაჟირებას გაივლის ა(ა)იპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“. სამ საუკეთესო ესეს ავტორს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები

 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 032 299 88 56 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზეoffice@article42.ge

კონკურსი იმართება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის CFLI - ის მხარდაჭერით