პროექტის კოორდინატორი
04.10.2019

ააიპ "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - "ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში."

სამუშაოს დაწყების დრო: 1 ნოემბერი, 2019
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

** პროექტის მართვა და მიმდინარეობაზე ზედამხედველობა;
** პროექტის გუნდის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და მის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა;
** პროექტის შინაარსობრივი ანგარიშების მომზადება;
** დონორთან ანგარიშგების მიზნით ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება;
** ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი;
** შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და საკანონმდებლო წინადადებების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
** მედიასთან კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში, საჯარო განცხადებებისა და პრეს-რელიზების მომზადება;
** პროექტით გათვალისწინებული ან/და პროექტთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება; მაგისტრის ხარისხის ქონა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ჩაითვლება უპირატესობად);
** ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება;
** ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე ან/და პროექტის ხელმძღვანელად მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება;
** ენების ცოდნა: ინგლისური (C1 დონე), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სამართალწარმოების გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება პრიორიტეტად.

​უნარ-ჩვევები:

** სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.

გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა ა/წ 15 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@article42.ge უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** CV (ინგლისურ და ქართულ ენაზე);
** სამოტივაციო წერილი
** არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი;
** ორი რეკომენდატორის მონაცემები.

სავალდებულოა ელფოსტის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად: 1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება; 2. გასაუბრება (ინგლისურად და ქართულად). ინგლისური ენის კომპეტენციის დონის დადგენის მიზნით, შესაძლოა კანდიდატმა დამატებით გაიაროს ტესტირება.

კანდიდატი შესაძლოა არჩეულ იქნას გამოსაცდელი 2 თვიანი ვადით.