ვაკანსია

ააიპ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის PR მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაოს დაწყების დრო:            1 თებერვალი, 2020

სამუშაო გრაფიკი:              შეთანხმებით

ანაზღაურება:                  1000 ლარი (დარიცხული)

მოვალეობები:

·         ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;

·          ორგანიზაციის ბრენდის და კორპორატიული იმიჯის განვითარება; რებრენდინგის დაგეგმვა და განხორციელება;

·          სამიზნე აუდიტორიისათვის მესიჯების შემუშავება, საუკეთესო საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მათი მიწოდების უზრუნველყოფა;

·         ორგანიზაციის ვებგვერდი და სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, You Tube, Twitter) მართვა, პოპულარიზაცია და განვითარება;

·         ორგანიზაციის საინფორმაციო მასალების და საკომუნიკაციო პროდუქტების (წლის ანგარიში, ბუკლეტები, ბროშურები, პრეს-კიტები, პრეს-რელიზი, მედია ანონსი, განცხადებები, ვიდეო რგილების, მულტიმედიური საინფორმაციო პროდუქცია და სხვ.) შემუშავება, მართვა და მათი გამოყენების უზრუნველყოფა;

·         სპეციალური ღონისძიებების / ივენთების ორგანიზება და მართვა;

·         სატელევიზიო და რადიო გადაცემების დაგეგმვა, სტატიების გამოქვეყნება ბეჭდურ და ელექტრონულ პრესაში და მედია მონიტორინგის განხორციელება.

·         კომუნიკაციის სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

·         უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებები); უპირატესობა მიენიჭებათ პიარისა და კომუნიკაციის დარგის სპეციალისტებს;

·         მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; (პიარისა და კომუნიკაციის მაგისტრატურის ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების შემთხვევაში, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი);

·         ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; სასურველია რუსული ენის კარგი ცოდნა.

·         ანალიტიკური აზროვნების და წერის უნარები (მათ შორის ინგლისურად);

·         IT, ციფრული, მულტიმედიური  და კომპიუტერული ტექნოლოგიების და პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა.

 

 

გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: office@article42.ge; vladimermkervalishvili@gmail.com; უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.      CV (ინგლისურ და ქართულ ენაზე);

2.       სამოტივაციო წერილი;

3.       არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

4.      ორი რეკომენდატორის მონაცემები;

5.       სურვილის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ მომზადებული სარეკლამო, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მედია პროდუქცია (ან ნებისმიერი ის პროდუქცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს კანდიდატის უნარებს);

შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად: 1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება; 2. გასაუბრება. კომპეტენციის დონის დადგენის ან უნარების განსაზღვრის მიზნით, შესაძლოა კანდიდატს მოეთხოვოს პრაქტიკული სავარჯიშოს/დავალების შესრულება.

კანდიდატი შესაძლოა არჩეულ იქნას გამოსაცდელი ვადით 2020 წლის 1 აპრილამდე.

სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.



*

ააიპ "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებს კონკურსს სამართლებრივი კონსულტანტის პოზიციაზე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - "ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებლთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვა და გაძლიერება".
 

ანაზღაურება - 1 900 ლარი (დარიცხული ხელფასი)

სამუშაოს დაწყების დრო: 2 დეკემბერი, 2019

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

მოვალეობები:

 

** პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დახმარების გაწევა, მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე;

** საქმისწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში;

** ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი მათი განსახლების ადგილებზე და უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება;

** შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და საკანონმდებლო წინადადებების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

** პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

** საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამისი აქტივობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი, სასურველია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ან საჯარო სამართალში).

** ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. თავშესაფრისა და ბინადრობის, ასევე, მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

** სამართალწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებში; საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

** ინგლისური ენა - B2 დონე (C1 დონე ჩაითვლება უპირატესობად); რუსული ენა - საკომუნიკაციო დონეზე.

** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად.

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები:

 

** სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, კვლევების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

** სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე; სრულყოფილი ზეპირი კომუნიკაცია რუსულ ენაზე.

** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა.

** პრეზენტაციების მომზადება/საჯარო გამოსვლები.

** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა.

** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.

 

გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა, მიმდინარე წლის 22 ნოემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე office@article42.ge:

 

** CV (ინგლისურ და ქართულ ენებზე).

** სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.

** არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი.

** ორი რეკომენდატორის მონაცემები.

 

შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება;

2. გასაუბრება (ინგლისურად და ქართულად).

ინგლისური ენის კომპეტენციის დონის დადგენის მიზნით, შესაძლოა, კანდიდატმა დამატებით გაიაროს ტესტირება.

 

კანდიდატი, შესაძლოა არჩეულ იქნას გამოსაცდელი ვადით, 2020 წლის 1 იანვრამდე.

 

სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.