ავტოსაგზაო შემთხვევებზე გამოყენებული სანქციების ანალიზი
16.01.2018

სისხლის სამართლის კოდექსით, ავტოსაგზაო შემთხვევებისათვის განსაზღვრულ სანქციებზე მსჯელობისას შეუძლებელია ყურადღების მიღმა დაგვრჩეს სსკ მე-400 მუხლი, რომლის დისპოზიციაც შემდეგია:

მუხლი 400. მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

1. საბრძოლო, სპეციალური ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება,- ისჯება თვისუფლების აღკვეთითვადით ორ წლამდე,თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ

2. იგივე ქმედება რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, - ისჯება თვისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია. თუ მე-400 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სანქცები შესაბამისია 276-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციებისა, მნიშვნელოვანი სხვაობა ჯანმრთელობის ნაჯლებად მძიმე და მძიმე დაზიანებებისათვის განსაზღვრულ სანქციებში, კერძოდ მე-400 მუხლით ჟნმრთელობის მძიმე დაზიანებისათვის სანქციის მაქსიმალურ ზღვარს თუ შეადგენს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა სსკ 276-ე მუხლით იგივე ქმედებისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე. შედეგად გამოდის ის რომ ერთი და იგივე ქმედებისათვის, რომლის დარღვევსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვა  ერთ შემთხვევაში პირმა შეიძლება საპატიმრო დაქესებულებაში გაატაროს მაქსიმუმ ორი წელი, ხოლო მეორე შემთხვევაში იგივე ქმედებისათვის პირს შეიძლება შეეფარდოს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ ორ პიროვნებას შორის განსხვავება იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი სტატუსი, პირველ შემთხვევაში ეს არის სამხედრო მოსამსახურე, ხოლო მეორე შემთხვევაში ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე. რომ აღარაფერი ვთქვათ მასზედ რომ მე-400 მუხლი საერთოდ არ ითვალისწინებს როგორ უნდა დაისაჯოს პირი თუ იგი ქმედებას მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდენს. გასაგებია რომ სამხედრო მოსამსახურეს აკრძალული აქვს ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო მანქანის მართვა, მაგრამ ჯერ ერთი რომ ნასვამი მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა ყველას ეკრძალება და მეორეც საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის დაცვა ყველას ვალდებულებაა. გამოსავალი ამ მდგომარეობიდან ან ერთერთი მუხლის გაუქმებაა, ან შესაბამისი ქმედებებისათვის სანქციების თანაბარზომერად  განსაზღვრა.

იგივე უნდა ითქვას სისხლის სამართლის კოდექსის 281-ე მუხლზე.

1. მგზავრის, ფეხით მოსაიარულის ან მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ, გარდა ამ კოდექსის 275-ე 276-ე მუხლში აღნიშნული პირებისა, ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ცხრა წალამდე.

მცირედი გარემოება რაც ამ მუხლს განასხვავებს 276-ე მუხლისაგან და რის გამოც იგივე შედეგისათვის დაწესებულია შედარებით მსუბუქი სანქცია, არის ის რომ კანონმდებლის მიერ, მგზავრი, ფეხით მოსიარულე ან მოძრაობის სხვა მონაწილე არ არის მიჩნეული მომეტებულ საფრთხის წყაროდ. ისევე როგორც არ არის მომეტებულ საფრთხის წყაროდ მიჩნეული, მაგალითად გლუვლულიანი სანადირო თოფი, ან სხვა ნებისმიერი ცეცხსასროლი იარაღი რომელთანაც გაუფრთხილებლად მოპყრობის შედეგად ადამიანი გარდაცვალების შემთხვევაში დამნაშავე მაქსიმუმ ოთხწლიანი საპატიმრო სასჯელით დავსაჯოთ, თუმცა ამაზე ცალკე გვექნება მსჯელობა შესაბამის მუხლზე საუბრისას.

სსკ 276-ე მუხლი თავისი შინაარსით ბლანკეტური ნორმაა და მითითებას აკეთეთებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე (რომელიც დადგენილია საქართველოს კანონით, საგზაო მოძრაობის შესახებ) ამ წესების დარღვევა 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის გარეშე წარმოადგენს ადმინისტრაცულ სამართალდარღვევას ხოლო თუ ამ დარღვევას შედეგად მოჰყვა მინიმუმ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება უკვე დგება პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.  კვლევის განმავლობაში შესწავლილ გადაწყვეტილებებში მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო მითითება ასეთ გარემოებებზე. კერძოდ: პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებული ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და არგუმენტად მიუთითა ის გარემოება რომ მსჯავრდებული წინათაც არაერთხელ იყო დაჯარიმებული ადმინისტრაციულად: „პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, როგორც საქმეში არსებული ინფორმაციით პიროვნების შესახებ ირკვევა მოცემულ ავტოსაგზაო შემთხვევამდე არაეთხელ იყო ადმინისტრაციულსახდელდადებული სატრანსპოტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის გამო, აგრეთვე, ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლებაც. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კონტექსტში უფრო მაღალი და მყარია საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, რამაც სამართლიანი ასახვა უნდა ჰპოვოს მსჯავდებულისათვის დანიშნულ სასჯელის სახესა და ზომაზე.“ მიუხედავად იმისა რომ ინფორმაცია იმის თაობაზედ თუ რამდენად ხშირად იყო პირი ადმინისტრაციულად დაჯარიმებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე როგორც წესი ყველა საქმეში მოიპოვება, ჩვენს მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვნახეთ რომ სასამართლოს მიერ ეს ინფორმაცია გამოყენებული იყო სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას. ჩვენი მოსაზრებით დამნაშავისათვის სანქციის კონკრეტული სახისა თუ ზომის შეფარდებისას მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს დანაშულის ჩადენამდე ამ პირის მიერ რამდენად ხშირად ჰქონდა ადგილი იმ  წესის დარღვევას რომელსაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან გარდაცვალება. რა თქმა უნდა თუ პირის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხშირად იყო ჩადენილი იგივე სახის სამართალდარღვევა რასაც საბოლოოდ სისხლისამართლებრივი შედეგი მოჰყვა აუცილებელი არაა ყველა შემთხვევაში საპატიმრო სასჯელი იქნას გამოყენებული მაგრამ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე ბუნებრივად მიგვაჩნია ასეთ პირს განესაზღვროს უფრო მძიმე სასჯელი ვიდრე პირს რომლის მიერაც ასეთ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ეს შეიძლება იყოს ჯარიმის განსხვავებული ოდენობა, უფლების ჩამორთვევა უფრომ მეტი დროით, პირობითი მსჯავრი თუ რეალური სასჯელი შესაბამისად ხანგრძლივი ან ხანმოკლე ვადით.

ავტოსაგზაო შემთხვევებსა და მასზე სასამართლოს მიერ ამ დანაშულზე გამოყენებულ სანქციებზე მსჯელობისას გვედს ვერ ავუვლით იმ ფაქტს რომ თითქმის ყოველდღიურად მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით ვრცელდება იმფორმაცია საქართველოს მთელი მაშტაბით სხვადასხვა სიმძიმის ავტოსაგზაო შემთხვევებზე, ინება ეს დასახლებულ პუნქტში გადაჭარბებული სიჩქარით გამოწვეული თუ ნასვამი მძღოლით განპირობებული შემთხვევები, ფეხმძიმე ქალისა თუ პატარა ბავშვის, რამდენიმე ადამინისა თუ  ერთი ოჯახის წევრების გარდაცვალებით დამთავრებული ავარიის შემთხვევები. თავშივე ავღნიშნეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები ამ დანაშაული რაოდენობის შესახებ და შედარებისათვის გაუფრთხილებელი დანაშაულების საერთო რაოდენობის ორ მესამედზე მეტი სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევებზე მოდის. ასეთ ვითარებაში სახოგადოების ბუნებრივი რეაქციაა დამნაშვე პირის მკაცრად დასჯის მოთხოვნა. მითუმეტეს როდესაც ქმედება ჩადენილია ალკოჰოლური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში, მაგრამ რა მკაცრადაც არ უნდა დაისაჯოს ასეთი ქმედების ჩმდენი პირი ეს უფრო შედეგთან ბრძოლაა და არა დანაშაულის პრევენცია. სსკ 276-ე მუხლის სანქციებში მისი არსებობის მანძილზე, 1999 წლიდან მხოლოდ ორჯერ შევიდა ცვლილება. პირველი იყო კანონის ამოქმედებამდე, 2000 წლის 5 მაისს როცა პირველ და მესამე ნაწილებად გაიყო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება და ყველა ქმედებას ცალკე მაკვალიფიცირებლად განესაზღვრა სიმთვრალე და მუხლმა მიიღო დღევანდელი ფორმა. ხოლო მეორე  2006 წლის 28 აპრილის კანონით როდესაც მოხდა მუხლის ყველა ნაწილის სანქციის მინიმუმის გაზრდა.(საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოჰყვა სახელმწიფოც გაცხადებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ) როგორც ჩანს, კანონმდებელმა დანაშულთან ბრძოლის მარტივი გზა გამონახა, მხოლოდ სანქციის გაზრდით თუმცა იგივე სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ვერ ვიტყვით რომ ამან რაიმე შედეგი გამოიღო დანაშულის შემცირების თვალსაზრისით. სანქციის გამკაცრებას მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი თუ ის გავრცელდება ყველა ეტაპზე, ანუ არა მხოლოდ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას, არამედ არდმინისტრაციული დარღვევებზე როგორც სანქციის შეფარდების ასევე ამ დარღვევების ადმინისტრირების პროცესში. რა მძიმე სანქციაც არ უნდა დაწესდეს თუნდაც სსკ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილისათვის, პრევენციული თვალსაზრისით ამან შესაძლოა მინიმალური ეფექტი იქონიოს თუნდაც იმ მიზეზით რომ არცერთი მძღოლი, მითუმეტეს ნასვამი მართვის დაწყების წინ არ უშვებს რომ მას ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვა. უმჯობესი იქნება თუ ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის სანქცია გამკაცრდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში და განმეორების დროს შესაძლოა დაწესდეს ადმინისტრაციული პატიმრობაც, სამაგიეროდ სისხლისამართლებრივი პასუხიმგებლობის ფარგლები შესაძლოა შემცირდეს. ამავე დროს მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრირება. მიგვაჩნია რომ ასეთი კომპლექსური მიდგომით უფრო შესაძლებელი იქნება ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ასეთი შემთხვევებით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობის შემცირება ვიდრე მხოლოდ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლის სანქციის გამკაცრებით.