ავტოსაგზაო შემთხვევები მძიმე შედეგით
16.01.2018

საქართველოს სსკ 276-ე მუხლის მე-5,მე-8 ნაწილებით სისხლისამართლებრივი პასუხიმგებლობა განისაზღვრება ისეთ ავტოსაგზაო შემთხვევებისათვის რომლებსაც შედეგად მოჰყვა ადამიოანის გარდაცვალება. მიუხედავად იმისა რომ მე-5 ნაწილიდან უკვე ისეთი მქედებისთვისაა განსაზღვრული პასუხისმგებლობა როდესაც მოძრაობის წესების დარღვევას შედეგად მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, როგორც კვლევამ აჩვენა ასეთი ბრალდების შემთხვევებშიც სასამართლო ცდილობს სასჯელის დანიშვნის დროს არ გამოიყენოს საპატიმრო სასჯელი. მე-5 ნაწილით კვალიფიცირებული ქმედებების 50% შემთხვევაში სასამართლოს მიერ სწორედ არასაპატიმრო სასჯელი იქნა გამოყენებული, პირობითი მსჯავრი, 4 ანუ ხუთი წლის ვადით შესაბამისი საგამოცდო ვადით. აქაც ძირითად სასჯელთან ერთად დამატებითი სასჯელის სახით ყოველთვის გამოყენებული იყო უფლების ჩამორთმევა, ხოლო იშვით შემთხვევებში კი ჯარიმაც სამიდან ხუთი ათას ლარამდე ოდენობით. უნდა აღინიშნოს რომ პირობითი მსჯავრის შემთხვევებში სასამართლოს არგუმენტაცია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობაზე ემყარება დამნაშავის პიროვნებას, მის ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ზიანის ანაზღაურების საკითხებს, წარსულ ცხოვრებას. ესაა ის ძირითადი არგუმენტები რომლებიც წარმოადგენს და საერთოა, როგორც მე-5 ნაწილით ასევე წინა შემთხვევებში პირობითი მსჯავრის გამოყენების ძირითად მოტივაციას. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს როდესაც დამნაშავეს მიესაჯა რეალური თავისუფლების აღკვეთა აქ სასამართლოს არგუმენტაცია ცოტა განსხვავებულია და საინტერესო იქნება განვიხილოთ თითოეული მათგანი.

პირველი რაც აღსანიშნავია არის ის გარემოება რომ მე-5 ნაწილიდან უკვე შედარებით ხშირია შემთხვევები როდესაც თან ერთვის ბრალდება პირველ ან/და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ანუ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას რამდენი ადამიანი დაზიანდა ამა თუ იმ ავტოსაგზაო შემთხვევას. ასევე გამახვილებულია ყურადღება ზიანის ანაზღაურების საკითხებზე, აუნაზღაურა თუ არა ზიანი ან ჰქონდა თუ არა მცდელობა ზიანის ანაზღაურებისა (პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა როდესაც დაზარალებულის უფლებამონაცვლე კატეგორიულ უარს აცხადებს მასთნ რაიმე სახის ანაზღაურების საკითხზე შეთავაზებაზეც კი) ასევე რეალური სასჯელები გამოიყენება ისეთ შემთხვევებზე როდესაც დამნაშავემ მიატოვა შემთხვევის ადგილი, წარდგენილია თუ არა სსკ 128-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება (განსაცდელში მიტოვება) წინა შემთხვევებში თუ სასამართლოს პრაქტიკა მცირედი სხვაობით ერთგვაროვანი იყო მე-5 ნაწილის შემთხვევაში გამოიკვეთა ერთი საყურადღებო დეტალი, მიუხედავად იმისა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით ამ დანაშაულის რიცხვი არ მომატებულა, 2016 წელს განხილულ საქმეებში მატულობს რეალური სასჯელების გამოყენების მაჩვენებელი ასევე მატულობს პირობითი სასჯელის გამოყენების შემთხვევაში, ბრალდების მხრიდან მხრიდან განაჩენის გასაჩივრების შემთხვევები დანიშნული სასჯელის დამძიმების მოტივით. მართალია ზემდგომი ინსტანციების სასამართლოს გადაწყვეტილებათა 80%-ის შემთხვევებში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება რჩება ძალაში მაგრამ არის შემთხვევები როდესაც საჩივარი დაკმაყოფილდა. ვინაიდან ჩვენი კვლევისათვის მნიშნველოვანია არგუმენტაცია სასჯელის ზომისა და ფორმისა ავღნიშნავთ რომ თუ პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშვის პიროვნების, წარსული ცხოვრების, დანაშულის მოტივისა და მიზნის, ზიანის ანაზღაურების საკითხების, დაზარალებულის პოზიციის, გათვალისწინებით დამნაშავეს მიუსაჯა პირობითი მსჯავრი, იგივე საქმეზე ზემდგომმა ინსტანციის სასამართლომ, იგივე არგუმენტაციით, იგივე პირს მიუსაჯა თავისუფლების რეალური თავისუფლების აღკვეთა.

თუ 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის ჩათვლით სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული სანქციები გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და ჰუმანურობით,  მე-6 მე-7 და მე-8 ნაწილების შემთხვევაში ასეთ მიდგომას ვეღარ ვხვდებით დანიშნული სასჯელი ყოველთვის არის რეალური თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისი სანქციის ფარგლებში, რასაც ასევე ყველა შემთხვევაში, დამატებითი სასჯელის სახით ემატება მართვის უფლების ჩამორთმევა, ხოლო იშვიათ შემთხვევაში ჯარიმა. ინდივიდუალურ შემთხვევებში სასჯელის ზომა დამოკიდებულია დამნაშავის ქცევაზე, ცხადდება თუ არა სასამართლოში, მიატოვა თუ არა შემთხვევის ადგილი, დაზარალებულთა თუ გარდაცვლილთა რაოდენობა, ზიანის ანაღაურების საკითხი. თუ მაგალითად ყველა აღნიშნულ გარემოებას ადგილი არ აქვს, ბრალდებული ცხადდება სასამართლოში, არ მიუტოვებია შემთხვევის ადგილი, გარდაცვლილთა რაოდენობა არ აღემატება ორს, ასეთ შემთხვევებში სასამართლოს მიერ განსაზღვრული სანქცია თვისუფლების აღკვეთა ძირითადად წარმოადგენს სანქციის მინიმალურ ოდენობას, რომელიც იზერდება ამ გარემოებებიდან ერთის ან ყველას ერტობლიობის შემთხვევაში და გამოყენებული იყო მაქსიმალური ზღვარიც. თუმცა ობიექტურობა მოოითხოვს აღინიშნოს რომ ერთ შემთხვევაში 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით ბრალდებისას შეგვხვდა პირობითი მსჯავრის გამოყენების შემთხვევაც 6 წლის ვადით.


დიმიტრი ხაჩიძე