მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ ონლაინ დისკუსია გაიმართა
16.07.2020
 
„უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, 16 ივლისს, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შესახებ ონლაინ დისკუსია გაიმართა. 

დისკუსიის მიზანი იყო მოქმედი ადვოკატებისთვის მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლების და სადისციპლინო ორგანოების პრაქტიკის გაცნობა, აგრეთვე საკითხის შესახებ ადვოკატების მოსაზრებების მოსმენა. 

დისკუსიის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ პროექტის კოორდინატორმა, კახა წიქარიშვილმა, და ექსპერტებმა, ნანა მჭედლიძემ და ელენე სიჭინავამ, მიმოიხილეს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სადისციპლინო ორგანოების პრაქტიკა, აგრეთვე - ევროსასამართლოს სტანდარტები დისციპლინურ სამართალწარმოებაზე. 

დისკუსია გაიმართა პროექტის „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის მონიტორინგი" ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს „უფლებები საქართველო“ ახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.