"უფლებები საქართველომ", პარტნიორ არასამთავრობოებთან ერთად, UPR-ის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხზე ანგარიში წარადგინა
13.07.2020
საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ Equality Now-მ, 16 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის, „უფლებები საქართველოსთან“ ერთად, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში (UPR), წარადგინა ანგარიში საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ.

ანგარიშში განხილულია საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემასა და კანონმდებლობაში არსებული პრობლემები სექსუალური ძალადობის დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტიანი მექანიზმების განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ქალებისა და გოგონების თანასწორობის უზრუნველსაყოფად. 

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის წინა ციკლის დროს, საქართველომ მიიღო 57 რეკომენდაცია ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შესახებ. აქედან, ორი რეკომენდაცია ეხებოდა იმ ზომების გატარებას, რომელიც წაახალისებდა ქალებს, შეეტყობინებინათ მათ მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ; ხელს შეუწყობდა ძალადობის მსხვერპლთა დაცვას და დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და დამნაშავეთა დასჯის ეფექტნიანი მექანიზმების უზრუნველყოფას, აგრეთვე - სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ცენტრების შექმნას. 

ანგარიშში მოიცავს 2015 წლის შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. 

იხილეთ ანგარიში