სიახლეები
„უფლებები საქართველო“ ნაზი ჯანეზაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
19.06.2020
უფლებები საქართველო“ ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ გამოთქმულ განცხადებებს და მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან ყოფილი თანამებრძოლის მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება ხაზს უსვამს ნაზი ჯანეზაშვილის პასუხისმგებლიანობასა და ობიექტურობას, ემსახურება კანონის უზენაესობის ერთგულებას და არა ინდივიდებზე თავდასხმას. 
 
სასამართლო სისტემაში შესაძლო კანონდარღვევების აღმოჩენა და მათზე მითითება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არა უფლება, არამედ ვალდებულებაა, შესაბამისად, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ ამ ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.
 
„უფლებები საქართველო“ მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს და მოუწოდებს ყველას, საკითხის შეფასებისას იხელმძღვანელონ კანონის, ეთიკის და მორალური პრინციპების დაცვით, თავი შეიკავონ ნაზი ჯანეზაშვილისთვის პირადი და პროფესიული შეურაცხყოფისაგან.
ბეჭდვა