“უფლებები საქართველო” კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს
05.05.2020
„უფლებები საქართველო“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას. პროექტი მიზნად ისახავს: 

  • მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას;
  • საზოგადოების ინფორმირებას მოსამართლეებისა და სასამართლოში არსებული მდგომარეობის შესახებ;
  • მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესებას  და სასამართლო სისტემის ეფექტიანად ადმინისტრირების ხელშეწყობას. 
პროექტის განხორციელება 2020 წლის აპრილში დაიწყო და 2021 წლის მარტამდე გაგრძელდება.