შეხვედრა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წარმომადგენლებთან
21.02.2020
„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ დღეს უმასინძლა შეხვედრას, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოს საქმიანობა გააცნეს. 
 
შეხვედრა ადამიანის უფლებათა სახლში გაიმართა და მას სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე, კახა წიქარიშვილი, და აღმასრულებელი დირექტორი, ლადო მკერვალიშვილი, დაესწრნენ. 
 
შეხვედრის ფარგლებში, ICC-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, პარტნიორებთან თანამშრომლობასა და დაზარალებულთა ფონდის გეგმებზე ისაუბრეს.
 
ICC ოთხ წელზე მეტია იძიებს 2008 წელს ცხინვალის რეგიონში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და სამხედრო დანაშაულებს. საქართველო, როგორც რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა, რომლის ფარგლებშიც ICC ჩამოყალიბდა, ვალდებულია, რომ სრულად ითანამშრომლოს სასამართლოსთან. იგივე ვალდებულება არ ვრცელდება რუსეთზე, ვინაიდან ის რომის სტატუტის ხელმომწერი არ არის.