„42-ე მუხლმა“ სტრატეგიული კომუნიკაციის ახალი გეგმა შეიმუშავა
17.02.2020
 
„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დახმარებით, ორგანიზაციის ახალი სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა შეიმუშავა. საკომუნიკაციო გეგმა ორგანიზაციის რებრენდინგის ნაწილია, რომლის შედეგადაც, უახლოეს მომავალში, "42-ე მუხლი" ახალი სახელწოდებით, განახლებული სტრუქტურითა და საქმიანობის ახალი მიმართულებებით წარდგება.
 
14 თებერვალს, „ჯეპრას“ ექსპერტებმა საკომუნიკაციო გეგმის დეტალები „42-ე მუხლის“ გუნდის წევრებს გააცნეს. გეგმაში განსაზღვრულია „42-ე მუხლის“ მიზნობრივი ჯგუფები, მთავარი საკომუნიკაციო გზავნილები და არხები. ახალი საკომუნიკაციო გეგმა ხელს შეუწყობს „42-ე მუხლის“ საქმიანობის გამჭვირვალობას, ასევე ბენეფიციარებთან, პარტნიორებსა და დაინტერესებულ ჯგუფებთან თანამშრომლობას. 
 
საკომუნიკაციო გეგმა შემუშავდა USAID-ის 5-წლიანი ინიციატივის - ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება (HICD 2020) - ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს USAID-ის პარტნიორი ორგანიზაციების ადამინისტრირების და ეფექტიანობის გაუმჯობესებას. პროექტს ვაშინგტონში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია ME&A ახორციელებს.