გიორგი სელიმაშვილი „42-ე მუხლის“ გუნდის წევრი გახდა
04.02.2020
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ორგანიზაციას შემოუერთდა გიორგი სელიმაშვილი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს და ხელს შეუწყობს ბენეფიციარებთან, პარტნიორებსა და მედიასთან კომუნიკაციას.
 
გიორგი 10 წელზე მეტია მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთიბის და კომუნიკაციის მიმართულებით, იგი ჩართული იყო იურიდიული სერვისების გამწევი და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების პროექტებში. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა იურიდიული დახმარების სამსახურთან,  გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF), ბრიტანეთის საბჭოსთან, სამართლის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციასა (IDLO) და სხვებთან. 
 
გიორგის, 2014 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოპოვებული აქვს საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი. მას აქვს სწავლებისა და კვლევის გამოცდილება. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის თანაავტორი.