პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მხარი არ უნდა დაუჭიროს!
12.12.2019

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესზე დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

 


ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ყურადღებით აკვირდებოდა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა გასაუბრებას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში.

წარმოვადგენთ დაკვირვების შედეგებს, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ ეჭვქვეშ დადგა მათი კეთილსინდისიერება და სამოსამართლო ღირებულებების ერთგულება. გასაუბრების დროს კანდიდატები ცდილობდნენ  სასამართლოს შიგნით არსებული პრობლემები მიჩქმალონ, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, სასამართლის მიმართ ნდობის ნაკლებობა გარე ფაქტორებს გადააბრალონ და პასუხისმგებლობა აარიდონ სასამართლოს გავლენიან ჯგუფს ე.წ. „კლანს“ .

„42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სათანადო გამბედაობა და მაღალი მგრძნობელობა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის ფაქტებზე; უნდა შეეძლოთ შეეწინააღმდეგონ გარე ზეწოლებს და დაიცვან სასამართლოს დამოუკიდებლობა, რაც სამწუხაროდ, წარმოდგენილმა კანდიდატებმა ვერ მოახერხეს. მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მიერ კანდიდატების 20 კაციანი სიის დამტკიცება მოსამართლეებში წაახალისებს შეხედულებას, რომ გავლენიანი ჯგუფების და არა კანონისადმი  ერთგულება არის კარიერული წარმატების საფუძველი, ხოლო იურიდიულ პროფესიაში გააძლირებს ნიჰილიზმს, რომ მოსამართლედ გახდომის საუკეთესო გზა - კონფრომიზმი, უპრინციპობა, პრობლემების მიჩქმალვა და არაგულწრფელობაა. ზემთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, “42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოების მოსამართლეებად წარდგენილი კანდიდატები.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესზე დაკვირვების შედეგები