ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეყილება გამოიტანა
11.10.2019

11 ოქტომბერს, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ევროსასამართლოს მიერ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გუშინ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციას დაესწრო ირაკლი ბათიაშვილი, რომელმაც 42- მუხლის ადვოკატებთან  ერთად საზოგადოებას გააცნო ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და საქმის დეტალები.

ევროსასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 12 წლის შემდეგ მიიღო და დაადგინა, რომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დარღვეულია ევროკონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მე-2 ნაწილი, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას გულისხმობს.  ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

ბათიაშვილი 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და ბრალი დასდეს ემზარ კვიციანისთვის სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის დასამხობად შეიარაღებულ ამბოხების ინტელექტუალურ დახმარებაში. ბათიაშვილის წინააღმდეგ ბრალდების მხარის მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენდა მისი სატელეფონო საუბრები ემზარ კვიციანსა და ნორა კვიციანთან.

ირაკლი ბათიაშვილის ინტერესებს ევროპის სასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 2007 წლიდან იცავს.