ახალი გარემოებები აფგან მუხთარლის საქმეში
10.10.2019

10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია კონსტიტუციის 42- მუხლმა ადამიანის უფლებათა სახლში პრესკონფერენცია გამართა.

რესკონფერენციას დაესწრო საქართველოში ახლადჩამოსული აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა, რომელმაც მუხთარლის დამცველ ორგანიზაცია კონსტიტუციის 42- მუხლის ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად მედიას დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა როგორც მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე გამოძიების პროცესში მტკიცებულების ვიდეოს დაზიანების შესახებ.

ამასთანავე ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა ისაუბრა ლეილა მუსტაფაევასთვის გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ, რაც გავლენას იქონიებს აფგან მუხთარლის საქმისწარმოებაზე ევროსასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ მუხთარლის და მისი მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინტერესებს ევროსასამართლოშიც ,,კონსტიტუციის 42- მუხლის იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს. საქმეს ევროპის სასამართლოში პრიორიტეტი აქვს მინიჭებული.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს. საქმის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს საქართველოში, თუმცა გამოძიების მხრივ კონკრეტული შედეგები ჯერ არ დამდგარა.