კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებს შეხვდებიანი
11.09.2019

11 სექტემბერს, 13:00 საათზე, ადამიანის უფლებათა სახლში კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებს შეხვდა.

შეხვედრაზე თიბისი ბანკის ადვოკატებმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები გააცნეს.

იმ ფონზე, როცა თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ბევრ ლეგიტიმურ კითხვას აჩენს, კოალიციის შეხვედრის მიზანი იყო დეტალურად გაცნობოდნენ საქმეში არსებულ მასალებს, რათა შემდგომ მოამზადონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შეფასება.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.