სიახლეები
კონსტიტუციის 42-ე მუხლმა კონფერენცია თემაზე „გირგვლიანის საქმე და სასამართლო პრაქტიკა“ გამართა
27.07.2019

27 ივლისს, 10:00-ზე კონსტიტუციის 42-ე მუხლის ორგანიზებით და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური ხელშეწყობით სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში კონფერენცია თემაზე „გირგვლიანის საქმე და სასამართლო პრაქტიკა“ გაიმართა.  

კონფერენციაზე წარმოდგენილი და განხილული იყო კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ შემუშავებული დასკვნის პროექტი "
უზენაესი სასამართლოს მიერ გირგვლიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი სასამართლოს პრაქტიკის ფონზე", რომლის თანახმადაც იმდროინდელი საპროცესო კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით საკასაციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება „გირგვლიანის საქმე“ დაებრუნებინა ხელახალი სასამართლო განხილვისთვის და ასევე მიეღო კერძო განჩინება. 

 

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ადვოკატებმა, სამართლის პროფესორებმა, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. 

 
ბეჭდვა