კონსტიტუციის 42-ე მუხლის დახმარებით უფროსმა სოციალურმა მუშაკმა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ შრომითი დავა წარმატებით დაასრულა
11.07.2019

კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტის არჩილ ჩოფიკაშვილის სამართლებრივი დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 10 ივლისს მანანა წიკლაურის სარჩელი სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.

მანანა წიკლაური თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის უფროსი სოციალურ მუშაკია, რომელსაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 12.01.2019წ. ბრძანებით, გამოეცხადა საყვედური და შრომის ანაზრაურებიდან დაუკავდა 30%.

სასამართლომ არაერთი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ მუშაკის წინააღმდეგ სანქცია უსაფუძვლოდ იყო გამოყენებული და მას აღუდგინა დარღვეული უფლებები. სამართლებრივად შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრდეს.