ლგბტქი თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს 10 არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს
20.06.2019

ბოლო რამდენიმე დღეა საჯარო სივრცეში მობილიზებული არიან ძალადობრივი ჰომოფობიური ჯგუფები. ისინი საფრთხეს უქმნიან არამარტო "თბილისი პრაიდის" (Tbilisi Pride) ორგანიზატორებს, არამედ, ზოგადად, ლგბტქი ადამიანებს და ყველას, ვინც მათთვის მიუღებლად შეიძლება გამოიყურებოდეს.

ამ ჯგუფების მიერ ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს თუ მუქარას ადეკვატური პასუხი სამართალდამცველი ორგანოებისგან, უმეტესწილად, არ მოჰყოლია, რამაც კიდევ უფრო წაახალისა ძალადობა. შედეგად, საქართველოში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოება რისკის ქვეშაა.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი 10 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს და, საჭიროების შემთხვევაში, ლგბტქი თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს ვთავაზობთ სამართლებრივ დახმარებას.

სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით კოალიციის ცხელ ხაზზე 568 47 14 14
ან მოგვწერეთ ფეისბუქზე

"კოალიცია თანასწორობისთვის" წევრები:
ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
Women's Initiatives Supporting Group 
Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
”Article 42 of the Constitution” - ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
საფარი • Safari