კლანური მმართველობა საქართველოში 2007 წლიდან დღემდე
22.04.2019

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული პრობლემა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური ნების არ არსებობით იყო განპირობებული.   

2004 წლის შემდეგ სასამართლომ თავი დააღწია სისტემურ კორუფციას მაგრამ მოექცა აღმასრულებელი ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშ. სასამართლოში ჩამოყალიბდა მმართველობით რგოლში მყოფი მოსამართლეების ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფდა მმართველი პოლიტიკური ძალისადმი სასამართლოს მორჩილებას.

2012 წლიდან ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნება შეეცადა სასამართლოს მმართველობის მანკიერი სისტემის მოშლას, თუმცა ვერ შეძლო და საბოლოო ჯამში კლანთან დაპირისპირების რეჟიმიდან თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდა. ამ თანამშრომლობის შედეგად კლანმა მიიღო ძალაუფლების დამატებითი ბერკეტები და მექანიზმები. 2017 წლიდან კლანს მიეცა შესაძლებლობა უვადოდ დააკომპლექტოს საქართველოს უზნაესი სასამართლო.

იხილეთ კონსტიტუციის 42-ე მუხლის თავმჯდომარის კახა წიქარიშვილის სტატია, რომელიც ასახავს კლანურ მმართველობას სასამართლოში 2007 წლიდან დღემდე.

კლანური მმართველობა საქართველოში