სიახლეები
ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლი ლევან მურუსიძის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
30.03.2019


შეშფოთებას იწვევს 
სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლის ლევან მურუსიძის განცხადება, რომ ის კანონის ფარგლებში ვერ შეძლებდა აღნიშნულ საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას. გვსურს აღვნიშნოთ სხვა ალტერნატივებთან ერთად ლევან მურუსიძეს შეეძლო გამოეყენებინა 2007 წელს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი, რომელიც ადგენდა შემდეგს:

1. სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომლითაც სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური გაერთიანების ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშეწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას.

2. კერძო განჩინება (დადგენილება) შეიძლება აგრეთვე გამოიტანოს სასამართლომ მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო წინასწარი გამოძიების ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ამ გადაწყვეტილების მიღება არ საჭიროებდა მხარის შუამდგომლობას და სასამართლოს მისი მიღება შეეძლო საკუთარი ინიციატივით. შესაბამისად, ყველა ის შეშფოთება, რომელიც გამოხატა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გირგვლიანის საქმეში არსებული დარღვევების გამო ლევან მურუსიძეს კერძო განჩინების სახით დაეფიქსირებინა, რაც მან  არ გააკეთა. აქედან გამომდინარე, მისი მტკიცება რომ ის ვერ შეძლებდა საქმეში არსებულ დარღვევებზე სამართლებრივ რეაგირებას (ასევე ამ მიზეზის გამო) საფუძველს მოკლებულია. 
ბეჭდვა