სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პრობლემების შესახებ
20.03.2019

19 მარტს კონსტიტუციის 42-ე მუხლის ორგანიზებით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ ინდივიდუალურ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პრობლემური საკითხები.

ამ საკითხის ირგვლივ გაიმართა დისკუსია და იყო მსჯელობა ამ მექანიზმების გაუმჯობესების გზებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გამოთქვეს სურვილი, ითანამშრომლონ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის და საქართველოს პარლამენტის აღსრულების ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში, ერთობლივი კომუნიკაციების და ალტერნატიული ანგარიშების წარდგენის მიმართულებით.

შეხვედრა ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI-PROLoG) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით“.