ესეების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება
19.02.2019

„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ პროექტ „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ ფარგლებში ესეების კონკურსი გამართა.

კონკურსისი თემატიკა იყო "სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე - პრევენცია და გამოწვევები".

კონკურსის მიზანს წარმოადგენდა,  სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.

ესეების კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ ნებისმიერი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს.

18 თებერვალს პროექტის იურისტმა ნინო ტაგანაშვილმა ესეების კონკურსში მონაწილეებს  სერთიფიკატები გადასცა.