სემინარი შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებთან
14.12.2018
14 დეკემბერს, 12:00-სთზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტებმა ჩაატარეს სემინარი სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების თემაზე.

შეხვედრაზე განხილული იყო: სამუშაო ადგილზე შევიწროების დეფინიცია, ამ საკითხის შესასწავლად ჩატარებული საერთაშორისო თუ ქართული კვლევების მიგნებები, ქართულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც ართულებს სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლას, პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმებს.

სემინარი ჩატარდა „კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ ფარგლებში.