სამუშაო შეხვედრა შშმ პირთა დასაქმების საკითხებზე
13.12.2018
12 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო იოტაში კონსტიტუციის 42-ე მუხლმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობას მიეძღვნა.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურის ასევე კერძო საქტორის წარმომადგენლები. შეხვედრაზე გამოვლინდა ის პრობლემური საკითხები, რაც შშმ პირთა დასაქმებას უშლის ხელს.

სამუშაო შეხვედრა შედგა პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის“ ფარგლებში. პროექტს ფინანსური მხარდამჭერია ებერტის ფონდი.