შეხვედრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან
04.12.2018

14 ნოემბერს ქუთაისში გაიმართა შეხვედრა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შორის. შეხვედრაზე განიხილეს სამუშაო ადგილზე შევიწროების არსი, ამ საკითხზე არსებული კვლევების მონაცემები. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ როგორ არის დარეგულირებული სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების საკითხები როგორც ქართულ, ასევე სხვადასხვა ევროპული ქვეყნების სამართლებრივ სივრცეში. საკითხის სხვადასხვა ასპექტების განხილვა მიმდინარეობდა დისკუსიის რეჟიმში. მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები და შეთანხმდნენ ამ კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის მხარდაჭერით ახორციელებს.