ტრენინგები რუსთავში
28.06.2018
13 ივნისსა და 27 ივნისს „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ რუსთავში ჩაატარა ტრენინგები თემაზე : არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს. 
13 ივნისს ტრენინგებს ესწრებოდნენ შშმ პირები, მათი მშობლები და მხარდამჭერები, ხოლო 27 ივნისს ტრენინგის მონაწილეები იყვნენ
რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელები.

შშმ პირებისთვის (ინტელექტუალური შეზღუდვის, ფსიქიკური პრობლემებისა თუ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე) არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი ინტეგრაციისთვის, თუმცა მათმა დიდიმა ნაწილმა ამ სიახლის შესახებ არაფერი იცის. აუცილებელია მათთვის ინფორმაციის მიწოდება, რაშიც მთავარი როლი ადგილობრივ თვითმმართველობებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ცენტარლური საარჩევნო კომისიას ენიჭება.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს "არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს" სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინასური მხარდაჭერით ახორციელებს.