ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის
29.06.2018
22 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და მისი წევრი ორგანიზაციების ორგანიზებით "ფაბრიკაში" გაიმართა "თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის". ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო კონსტიტუციის 42-ე მუხლი.
ღონისძიებაზე რეგიონალურმა ორგანიზაციებმა ინდივიდუალურ სტენდებზე წარმოადგინეს ვიზუალური და ბეჭდური მასალა თავიანთი საქმიანობის შესახებ. ფორუმის მიზანი იყო, შექმნილიყო საკომუნიკაციო პლატფორმა რეგიონალური ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის და კონტაქტების მიმოცვლის გასაადვილებლად.
ღონისძიება გაიმართა საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.