,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის'' საქმეზე, საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავობს
06.06.2018

ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის'' ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის დახმარებით დაზარალებულ გ.ბ.-ს, საქართველოს მთავარ პროკურატურას უკანონო დაპატიმრების და სისხლის სამართლებრივი დევნით მიყენებული ზიანისთვის,  69,770 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის
გადაწყვეტილება პროკურატურამ ზემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ამ საქმის განხილვა იმართება დღეს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში და  სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი დაკმაყოფილდება თუ არა პროკურატურის საჩივარი.

2007 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის ოფიცერი გ.ბ. დააკავა. მას ბრალი ედებოდა  სსკ 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.