ტრენინგები და იურიდიული კონსულტაციები ზუგდიდში
05.06.2018
30-31 მაისს "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" ზუგდოდში ტრენინგები და იურიდიული კონსულტაციები ჩაატრარა.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი ახორციელებს პროექტს ,,ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია, და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“.

პროექტის საერთო მიზანია ქალი მსჯავრდებულების გაძლიერება, რომლებიც არიან ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლი და ასევე მათი დაუცველი შვილების თანადგომა, მხარდაჭერის სერვისებზე გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის საშუალებით

პროექტის ფარგლებში ხორციელდება შესაბამისი სარეაბილიტაციო და რეინტეგრაციის მხარდამჭერი სერვისების მიწოდება ქალი მსჯავრდებულებისათვის, რომლებიც იყვნენ ძალადობის, სტიგმის და დისკრიმინაციის მსხვერპლი;

მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება იმ მოწყვლადი ბავშვებისთვის, რომლებზეც გავლენა იქონია დედების პატიმრობამ ან მსჯავრდებამ;

სახელმწიფო და არასახელმწიფო სერვისების მიმწოდებლების შესაძლებლობების და კოორდინაციის გაუმჯობესება, რათა უკეთ მიეწოდოთ სერვისები დაუცველ ქალებს და მათ შვილებს.

პროექტის ფარგლებში ფსიქო-სოციალური, სამედიცინო, იურიდიული და საგანმანათლებლო სერვისები სულ მიეწოდებათ 300 ბენეფიციარ ქალს (პატიმარი, ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი).

სამართლებრივი კონსულტაციების/დახმრების ბენეფიციართა რაოდენობა- 300, მათ შორის ასევე ბენეფიციარების არასრულწლოვანი, მოწყვლადი შვილები.