დასრულებული პროექტები
მუხთარლიმ სააპელაციო სასამართლოს ჩვენება მისცა

დღეს, აზერბაიჯანის ქალაქ შაქის სააპელაციო სასამართლოში საქართველოდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სხდომაზე მოსამართლემ, რაფაელ ალიევმა მუხტარლის ჩვენება მოისმინა. რადგან პროცესს არ ესწრებოდა დაზარალებული გაფურ მამადოვი, მოსამართლემ საქმის მოსმენა 14 მარტისთვის გადადო.

მუხთარლიმ ჩვენებაში განაცხადა, რომ იგი არ ენდობა სააპელაციო სასამართლოს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა თვლის, რომ ეს პროცესი აუცილებელია მოგვიანებით ევროპულ სასამართლოში საქმის გასასაჩივრებლად. მუხთარლიმ ისიც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე მას არ აძლევს უფლებას ჩვენება მისცეს ქართულ გამოძიებას.

სხდომას მუხთარლის ახლობლები და აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის მუშავათის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

02.03.2018