,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის'' დახმარებით უკანონდ დაპატიმრებულ პირს 69,770 ლარი აუნაზღაურდება
21.02.2018

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის არჩილ ჩოფიკაშვილის დახმარებით, 2007 წელს უკანონოდ დაპატიმრებული პირის მიმართ საქალაქო სასამართლომ მთავარ პროკურატურას უკანონო დაკავებით, დაპატიმრებით და სისიხლის სამართლის დევნით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 69,770 ლარის გადახდა დააკისრა.

2007 წლის 25 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის ოფიცერი გ.ბ. სამხედრო პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. საქმეს იძიებდა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური. ბრალდება გათვალსიიწნებული იყო სსკ 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული იმავე წლის 7 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მოგვიანებით, 2015 წლის 28 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ბ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.