დასრულებული პროექტები
ტრენინგი და იურიდიული კონსულტაციები თელავში

15 ივნისს, თელავშიკონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტებმა ჩაატარეს ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდნენ ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი ქალები. ტრენინგი ეძღვნებოდა ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმებს; ქალების შრომითა და სოციალურ უფლებებს; რესოციალიზაცია და რეინტეგრაციას.

ტრენინგის შემდეგ ორგანიზაციის იურისტებმა იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს ტრენინგის მონაწილეებს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ტრენიგებსა და კონსულტაციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს პროექტის ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია, და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“ ფარგლებში.

17.06.2017