დასრულებული პროექტები
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის განცხადების საპასუხოდ აფგან მუხთარლის მიმართვას ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის,, წევრი ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი,, გაავრცელებს
20.09.2017წ. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტიმა დაგმო აფგან მუხთარლის თბილისში გატაცება და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანა.http://parliament.ge/uploads/other/74/74364.pdf ამ განცხადების საპასუხოდ, აფგან მუხთარლის მიმართვას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ლეილა მუსტაფაევა და ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის,, წევრი ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი,, ჟურნალისტებს და საზოგადოებასს გააცნობს.

2017 წლის 29 მაისს, თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნაილისტის და მისი მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინტერესებს ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის,, წევრი ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი,, იცავს. აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს განიხილავს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლო საქმეს მინიჭებული აქვს პრიორიტეტი. (application no.39503/17 Mukhtarli and Mustafayeva v. Azerbaijan and Georgia). საქართველოში დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს გამოძიება.

აფგან მუხთარლი გატაცების შემდეგ გადაიყვანეს აზერბაიჯანში ის ამჟამად იმყოფება ციხეში გამოგონებული ბრალდებებით. მიუხედავად არაერთი რეზოლუციის და საერთაშორისო მოწოდებებისა ჟურნალისტი რჩება პატიმრობაში უმძიმეს ვითარებაში. გატაცებიდან გავიდა თითქმის 4 თვე, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით აფგან მუხთარლი წერილობით მიმართავს საქართველოს პარლამენტს მოთხოვნით შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.

საქართველოს კონსტიტუციის 56.2-ე მუხლის შესაბამისად: კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით პარლამენტში იქმნება საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიები. პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის თანახმად: პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად.
11.10.2017