დასრულებული პროექტები

პროექტის სახელწოდება: სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დასაცავად

პროექტის ხანგრძლივობა: 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით

დონორი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტი მიზნად ისახავდა ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას სტარტეგიული სამართალწამოების გზით, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო საქართველოს შიდა კანონმდებლობაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სამართლებრივი სტანდარტების იმპლემენტაცია.

პროექტის ამოცანას წარმოადგენდა: როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის, ასევე მოწყვლადი მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა, სახელმწიფოს მხრიდან მათი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევაში. მათ შორის: პატიმრებისთვის, ლგბტ წარმომადგენლებისთვისა და აივ/შიდსით დაავადებული პირებისთვისაც.

პროექტის აქტივობები:

სტრატეგიული სამართალწარმოება მოიცავდა, როგორც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას სასამართლოში მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვას ეროვნულ დონეზე.

 

პროექტის სახელწოდება: დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი

პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე

დონორი: ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“

პროექტის მიზანი და ამოცანები:

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ახორციელებენ დისკრიმინაციის შედეგად დაზარალებული პირების უფასო სამართლებრივ დახმარებას. კოალიციაში შედიან შემდეგი ორგანიზაციები: “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი,” “იდენტობა,” “კონსტიტუციის 42-ე მუხლი,” “საფარი” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,“ რომლებიც დისკრიმინაციის სხვადასხვა ნიშნანებზე მუშაობენ თემატურად.

პროექტის აქტივობები:

აღნიშნული კოალიციის ფარგლებში, უშუალოდ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ახორციელებს პროექტს – „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი,“ რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია ორიენტირებულია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციით დაზარალებულების სამართლებრივ მხარდაჭერაზე. ამ მიმართულებით, ორგანიზაციამ აწარმოა 7 საქმე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, ისე სასამართლოში.

პროექტის ფარგლებში მომზადდა კვლება: “დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში”.  ასევე მომზადდა საინფორმაციო ვიდეო რგოლი: „არ შეურიგდე დისკრიმინაციას!“.

პროექტის სახელწოდება: სასოფლო რაიონებში მცხოვრებ ქალებში ინფორმირებულობის ამაღლების ხელშემწყობი კამპანიები“

პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის 20 ივნისიდან 3 დეკემბრის ჩათვლით

დონორი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

პროექტის მიზანი და ამოცანები:

სოფლად მცხოვრები ქალების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება და დემოკრატიული პროცესების სტიმულირება სემინარების ჩატარების სახით.

პროექტის აქტივობები:

საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ქალთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმა, ქალთა უფლებების რეალიზაციის პროცესში გარკვეული წვლილის შეტანა.

პროექტის ფარგლებში დამზადდა პასპორტი და  საინფორმაციო ბუკლეტი.

პროექტის სახელწოდება: „გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე“

პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 15 დეკემბრის ჩათვით

დონორი: USAID

პარტნიორები: „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ (GTUC), „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ (CSS); „JumpStart საქართველო“ და „New Media Advocacy“ (N-Map). 

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ ცვლილებებისა და რეგულაციების მომზადება, სამუშაო ადგილას დისკრიმინაციის შესახებ პოლიტიკის მოდელის გაუმჯობესება დამსაქმებელთათვის, გაზრდილი ცნობიერება და სამუშაო ადგილას გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის არსის გაგება დამსაქმებელთათვის, დასაქმებულთა, პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, და ზოგადად საზოგადოებისთვის, საზოგადოებაში ქალის როლის უარყოფითი სტერეოტიპების, განსაკუთრებით დასაქმებისას, შემცირება, ქალთა, რომლებმაც სამუშაო ადგილას დისკრიმინაცია განიცადეს, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროექტის აქტივობები:

პროექტის განხორციელება მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს: კვლევის ჩატარება, რომელიც საქართველოში სამუშაო ადგილას გენდერული  ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ მონაცემებს შეაგროვებას და შემუშავდა კვლევა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე “; მომზადდა კვლევა „გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უნარების გაძლიერება“, რითიც გაიზარდა სამუშაო ადგილებში გენდერული თანასწორობა; სხვადასხვა მხარეების ჩართულობით და ყოველმხრივი მედია ადვოკატირებით შემუშავდა დისკრიმინაციის პოლიტიკის მოდელი. ასევე მომზადდა ინფოგრაფიკები: მამაკაცების უპირატესობა სამუშაო ადგილებზე, სექსუალური შევიწროება სამსახურში, გენდერული დისკრიმინაცია დასაქმებისას, კაცებიც დეკრეტულ შვებულებაში. ამასთანავე მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი „დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები - პოლიტიკის დოკუმენტი“. პროექტის ფარგლებში მომზადდა ასევე საინფორმაციო ვიდეო რგოლები: შევიწროება სამუშაო ადგილზე,  გენდერული დისკრიმინაციას ხელფასის განსაზღვრისას,  გენდერული დისკრიმინაცია ორსულობის დროს, გენდერული დისკრიმინაცია სამსახურში მიღების დროს.

პროექტი განხორციელდა 30 თვის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში. ბენეფიციარები და სამიზნე ჯგუფები მოიცავდა ქალ და მამაკაც დასაქმებულებს, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მესაკუთრეებსა და მენეჯერებს, მომავალ დასაქმებულებს, პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, საერთაშორისო მაკონტროლებელ ორგანოებს, ქალებს, ვინც სამუშაო ადგილას დისკრიმინაცია განიცადეს, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქალთა ორგანიზაციებს, პარლამენტს, სასამართლოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში.

პროექტის სახელწოდება: “მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში”

პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლიდან 2015 წლამდე

დონორი: “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი”

პროექტის მიზანი და ამოცანები:

წამალდამოკიდებულ ადამიანთა გამოკითხვა და პოლიციის მიერ ჩადენილი დარღვევების გამოვლენა.

პროექტის აქტივობები:

საკითხის შესასწავლად ჩატარადა ინტერვიუელბი, რომლის შდეგად გამოვლინდა, რომ წამალდამოკიდებულ პირთა დაკავება ძირითადად ხდება გონივრული ეჭვის საფუძველზე (როგორც დამკავებელი პირები უცხადებენ) ვიზუალური დათვალიერებით. ძირითადად დაკავება ხდება ფეხით გადაადგილებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლი შემოწმების მიზნით აჩერებს პირს, თუმცა შემდეგ ნარკოლოგიურში გადაყვანისას არ ადგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო მას შემდეგ რაც დადგინდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, მას შემდეგ იწყებენ დაკავების ოქმის შევსებას, დროს უთითებენ თვითნებურად და არა რეალურად ფაქტობრივი დაკავების დროს.

ხშირია სასამართლოს ნებართვის გარეშე პოლიციელების საცხოვრებელ სახლებში შეჭრა, რასაც თან ახლავს სხვადასხვა სამართალდარღვევები: დაკავებისას არ ხდება უფლებების განმარტება, ხდება მობილურ ტელეფონების ჩამორთმევა, ოჯახის წევრთან ან ადვოკატთან დაკავშირების საშუალების უგულებელყოფა, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდეგ ადგენენ ოქმებს, რომ დაკავებულს პოლიციის მიმართ არანაირი პრეტენზია გააჩნია, რასაც ხელმოწერით ადასტურებინებენ.

პოლიციელები ზეწოლის მეშვეობით აიძულებენ მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას, სანაცვლოდ კი სთავაზობენ საპროცესო შეთანხმების, შეღავათებს, (უმდაბლეს ზღვარზე ნაკლებ სასჯელს, ჯარიმის დაკისრების გარეშე საპროცესოს) აიძულებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას, უარის მიღების შემთხვევაში კი ბრალდების მხარე ითხოვს ბრალდებულის მკაცრად დასჯას.

საქართველოში ნარკოტიკული დანაშაულისათვის (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს უკანონო შეძენას, შენახვას, გასაღებას) გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი, რომელიც განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას.

დოკუმენტირების შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაკავებიდან საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, ამხელს პოლიციის თანამშრომლებს უკანონო ქმედებებში (ნარკოტიკის ჩადება, ფიზიკური შეურაცხყოფა) სასამართლოს დასრულებისას თანხმდებოდა საპროცესო შეთანხმებაზე (პირობით მსჯავრზე ან რეალურ სასჯელზე ).

დაკავებულ პირებს მათი უფლებების დარღვევის შესახებ განცხადებები დასაჩივრები შეტანილი აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, პროკურატურაში. თუმცა მიღებული პასუხები ასეთია, რომ პოლიციელების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და ნარკოტიკული საშუალების `ჩადება~ არ დასტურდება.

დოკუმენტირების შედეგად დადგინდა, რომ წამალდამოკიდებული პირების დაკავების დროს ირღვევა შემდეგი უფლებები: პიროვნების თავისუფლება, სიცოცხლის უფლება, კანონის წინაშე თანასწორობა.