დასრულებული პროექტები

პროექტის სახელწოდება: სტამბოლის პროტოკოლის დანერგვა

პროექტის ხანგრძლივობა: 2003 – 2004 წლებში

დონორი: პარტნიორებთან-წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო ცენტრი (IRCT, Denmark) თურქეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდი (Izmir Office)

პროექტის მიზანი და ამოცანები: 2003-2005 წლებში, ხუთ ქვეყანაში: შრი-ლანკაში, საქართველოში, უგანდაში, მაროკოსა და მექსიკაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრეინიგის სახელმძღვანელო, ვრცელი ინფორმაციით სტამბოლის პროტოკოლსა და წამების ფაქტების გამოკვლევასთან დაკავშირებით.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში, 2004 წლის 12-15 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ-მარიოტში ჩატარდა ტრეინინგი 75 პროფესიონალისათვის. მათგან 50 მედიკოსი, იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენს, თავდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სისტემას, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებას, ფსიქიატრიის კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს ექიმთა ასოციაციას წამოადგენდა. იურისტები კი მოწვეულ იყვნენ იუსტიციის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადაიანის უფლებათა კომიტეტიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთარობო ორგანიზაციებიდან.

ტრეინინგი ჩაატარეს უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა. უცხოელთაგან მოწვეულ იყნენ ექსპერტები ლონდონიდან და თურქეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდიდან, ქართველთაგან ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ ,,კონსტიტუციის 42- მუხლის”, “საქართველოს მედიკოსთა ასოციაციისა და ,,ემპათიის წარმომადგენლები.

ტრეინინგის მიზანი იყო, მოწვეულ ექსპერტებს მონაწილეთათვის ესწავლებინათ ის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა წამების ფაქტის დაფიქსირებისა და ეფექტური გამოძიებისათვის. ტრეინინგის მსვლელობისას, იურისტები გაეცნენ წამების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ხოლო მედიკოსები, – წამებასთან დაკავშირებულ შესაბამის კანონმდებლობას.

ტრეინიგის შემაჯამებელ შეხვედრაზე ჩამოყალიბდა სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ ორი სფეროს წარმომადგენლები გააგრძელებენ თანამშრომლობას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა იურისტთა და ექიმთა ქსელი წამების ფაქტების ეფექტურად გამოძიებისათვის.

პროექტის სახელწოდება: უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველთათვის სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის საოლქო სასამართლოში

პროექტის ხანგრძლივობა: 2002 წლის მაისიდან 2005 წლის ივნისის ჩათვლით

დონორი: აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა(ISAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტის განხორციელება გამოწვეული იყო მძიმე სოციალური მდგომარებით, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც დაკავებულს არ ჰქონდა საშუალება ადვოკატის დახმარებით დაეცვა საკუთარი უფლებები. სოციალურად დუცველი ფენების სამართლებრივი დახმარება თბილისის საოლქო სასამართლოში.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში წარმოებული იქნა 80-მდე საქმე და უამრავ ადამიანს გაეწია იურიდიული კონსულტაცია. 2004-2005 წლის განმავლობაში, დაახლოებით 120-მდე მომართვა შემოვიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან(პატიმართაგან) იურიდილი დახმარების თხოვნის შინაარსით.

პროექტის ფარგლებში, საზოგადოებისათვის ყოველთვიურად იბეჭდებოდა საინფორმაციო ხასიათის ბიულეტენი ,,42- მუხლი”, რომელშიც შუქდებოდა პროექტში მიმდინარე მოვლენები, იურიდიული ხასიათის სხვადასხვა თემატიკის სტატიები და ასევე სამართლებრივ სფეროში მიმდინარე პროცესები. ჩვენი ადვოკატების ავტორობით გამოიცა ბროშურებიც:

სასამართლო სისტემა საქართველოში;

როგორ გავასაჩივროთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და განჩინება;

როგორ გავასაჩივროთ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება;

თქვენი უფლებები სააპელაციო სასამართლოში;

დაცვის სტრატეგია;

საპროცესო შეთანხმება;

შეწყალების გამოყენების წესი და თავისებურებანი;

ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ძირითადი უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების დროს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ ორგანიზებული იქნა ორი მრგვალი მაგიდის მოწყობა თემებით: ,,აღკვეთის ღონისძიების სახეები და მხარეთა მორიგება სასამართლო პრაქტიკაში”. შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ პრაქტიკოსი ადვოკატები, მოსამართლენი, პროკურატურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები.

პროექტის განხორციელების შედეგად, დახმარება გაეწია 800-ზე მეტ ადამიანს: ვაწარმოეთ 221 საქმე, აქედან 180-წამატებული და იურიდიული კონსულტაცია გაეწია 600-მდე ადამიანს.

პროექტის სახელწოდება: “პრაქტიკული ტრეინინგის კურსი ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატებისათვის”. პროექტის პარტნიორები იყვნენ ,,ინტერაიტსი”(დიდი ბრიტანეთი) და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი.

პროექტის ხანგრძლივობა: 2001-2003 წლები

დონორი: ნიდერლნდების საგარო საქმეთა სამინისტროსა და ღია საზოგადოების სამართლებრივი ინსტიტუტი

პრობლემის აღწერა: 1999 წლის 27 აპრილს, სტრასბურგში, საქართველო ოფიციალურად აღიარეს ევროპის საბჭოს 41- წევრად. ხელი მოეწერა საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების პროტოკოლს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროპის კონვენციას სამრთლებრივ საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ. ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველომ მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება, რითაც საქართველომ იკისრა ვალდებულება, აღიაროს და უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა განუხრელი დაცვა. აღნიშნული კონვენცია, საქართველოს შიდა კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მას შიდასახელმწიფოებრივ დონეზე სავალდებულო იურიდიული ძალა გააჩნია. ამიტომაც, გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული მექანიზმების მცოდნე ადვოკატების საჭიროება.

პროექტის მიზანი და ამოცანები:

21 ადვოკატის მომზადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურულ საკითხებში. ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად, შერჩეულ იქნა 21 პრაქტიკოსი ადვოკატი, რომლებიც დაეუფლნენ ევროსასამართლოში საქმის გასაჩივრების წესსა და პროცედურულ საკითხებს.

ეს იყო მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან აქამდე საქართველოში, პრაქტიკოს ადვოკატებს არ ჰქონიათ შესაძლობლობა, შეესწავლათ ევროსასამართლოს სპეციფიკური პროცედურა და ვრცელი ინფორმაცია მიეღოთ სასამართლოს საქმიანობაზე. ეს პროექტი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მის ფარგლებში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატების ქსელი.

პროექტის აქტივობები:

ტრეინინგები ხუთ ეტაპად ჩატარდა. რომლებიც ეძღვნებოდა ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მუხლებს:

სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);

წამების აკრძალვა (მე-3 მუხლი);

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება(მე-5 მუხლი);

სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6მუხლი);

პირადი და საოჯახო ცხოვრების უფლება (მე-8 მუხლი);

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება (მე-9 მუხლი);

გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მხლი);

შეკრებებისა და გაერთიანების უფლბა (მე-11-მუხლი ).

ტრეინიგებზე მოწვეულები იყვნენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები. ყოველი სესიის ბოლოს, ტარდებოდა იმიტირებული პროცესი, რომელსაც წარმართავდა ექსპერტებისა და მონაწილეებისაგან შემდგარი ,,სასამართლო”.

სესიების ბოლოს, გაიმართა ორი მრგვალი მაგიდა, რომელთა მიზანსაც იმის გარკვევა წარმოადგენდა, თუ რამდენად ეფექტურად იყენებდნენ ადვოკატები ტრეინინგებზე მიღებულ ცოდნას.

 

პროექტის სახელწოდება: იურიდიული კლინიკა

პროექტის ხანგრძლივობა: 1998-2004 წლები 

დონორი:  ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია

პროექტის მიზანი და ამოცანები: პროექტის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის შექმნა და ახალგაზრდა იურისტთათვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება, მოქალაქეთა სამართლებრივი დახმარება.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის 500-მდე სტუდენტი დაეუფლა საადვოკატო საქმიანობას. გუნდური მუშაობის პრინციპით, კლინიკის მონაწილენი იცავდნენ კლიენტის ინტერესებს; გამოცდილი ადვოკატების მეთვალყურეობით, უშუალო მონაწილეობას იღებდნენ საქმეს წარმოებაში: ადგენდნენ საპროცესო დოკუმენტებს, მოქალაქეებს უწევდნენ იურიდიულ კონსულტაციებს, ახორციელებდნენ წარმომადგენლობას ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, ასევე საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ქვემდებარე საქმეებზე. პროგრამის ფარგლებში ვაწარმოებდით ისეთ საქმეებს, რომლებზეც მოპასუხედ სახელმწიფო ორგანო გამოდიოდა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე მრგვალი მაგიდა და იმიტირებული პროცესი სტუდენტთა უშუალო მონაწილეობით. იმიტირებულ პროცესებზე, მოდავე მხარეებსა და სასამართლოს შემადგენლობას, პროგრამის მონაწილენი წარმოადგენდნენ. შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ ექსპერტები სამართლებრივ საკითხებში, პრაქტიკოსი ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები. განიხილებოდა აქტუალური და პრობლემური საკითხები.

პროექტის განხორციელების შედეგად, 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულლტეტის 500-მდე სტუდენტმა შეისწავლა საადვოკატო საქმიანობა და შეიძინა ამ პროფესიისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები; მოვემსახურეთ 5000-მდე კლიენტს და ვაწარმოეთ 600-მდე საქმე, აქედან, – 400-ზე მეტი წარმატებული.

აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რაზეც მეტყველებს დონორი ორგანიზაციის ანგარიშები და ის სატელეფონო ზარები, რომლებიც ყოველდღიურად ოფისში გაისმის. არის ძალიან ბევრი მსურველი, რომელთაც სურთ კლინიკის პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

კლინიკის პროგრამის წარმატებული მონაწილენი დღემდე განაგრძობენ ადამიანის უფლებათა დაცვას და აქტიურ საქმიანობას ორგანიზაციაში.