დასრულებული პროექტები

პროექტის სახელწოდება: მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელთა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

პროექტის ხანგრძლივობა: 2008 წლის იანვარიდან  დეკემბრის ჩათვილთ

დონორი: საქართველოში ეუთო- მისია

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტი მიზნად ისახავდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ,მძიმედ დაავადებულ(სიმსივნე, ტუბერკულოზი, შიდსი, ციროზი, “ ჰეპატიტი და სხვ.) პატიმართა მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტების შემცირებას; ამ კატეგორიის პატიმართათვის, სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტი ითვალისწინებდა დაავადებულ მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის გადავადების ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლების მიზნით, შესაბამისი იურიდიული პროცედურების განხორციელებასა და წარმომადგენლობას სასამართლოში.

პროექტის აქტივობები:

პროექტი მოიცავდა თბილისის, რუსთავისა და ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ასევე პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას, სადაც ათეულობით პატიმარს გაეწია კვალიფიციური იურიდიული მომსახურება.

პროექტის სახელწოდება: ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ციხის რეფორმის ადვოკატირება

პროექტის ხანგრძლივობა: 2006 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვით

დონორი: საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC)

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტის საერთო მიზანი იყო სამართლიანი და ეფექტიანი სისხლის სამართლის სისტემის შექმნის ხელშეწყობა. რაც თავისთავად დაეხმარებოდა პატიმრების რეაბილიტაციას, მოამზადებდა მათ გათავისუფლებისთვის, და მისცემდა მათ საშუალებას, ეცხოვრათ პროდუქტიული ცხოვრებით.

პროექტის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენდა პატიმრის უფლებების დაცვა, ქართულ ციხეებსა და თავისუფლების აღკვეთის სხვა ადგილებში, რათა პატიმრების მდგომარეობა ყოფილიყო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შეესაბამისი.
 

პროექტის აქტივობები:

პროექტის მიმდინარეობისას კონსტიტუციის 42-ე მუხლმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებების  რეკომენდაციები. პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეო რგოლი (PSA), რომელშიც საუბარი იყო პატიმრობის კოდექსში არსებულ ძირითად ხარვეზებზე. PSA- მომზადების მიზანი იყო პარლამენტის დეპუტატების და კანონშემოქმედებაში ჩართული სხვა თანამდებობის პირების წახალისება, რათა შემგომში მათ გაეტარებინათ აუცილებელი რეფორმები სასჯელაღსრულების სისტემაში.
ამ მიზნის მისაღწევად, კონსტიტუციის 42- მუხლმა გამოიყენეა თავისი გამოცდილება პატიმართა უფლებების დასაცავად  ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

პროექტის სახელწოდება:ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების ხელშეწყობა საქართველოში (განსაკუთრებით აჭარის რეგიონში)

პროექტის ხანგრძლივობა: 2006 წლის 1 ნოემბრიდან

დონორი: საქართველოში ეუთოს მისია

პროექტის მიზანი და ამოცანები:

ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ადამიანით მოვაჭრეთა მიმართ ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების ანალიზის ჩატარება;

მსხვერპლთა იდენტიფიკაცის ხელსეწყობა და მათი დახმარება ადგილობრივი რეფერალური მექანიზმის განვითარების გზით;

მსხვერპლთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების შესახებ და მართლმსაჯულება ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და სამთავრობო ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერება, როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში, მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების მიზნით.

პროექტის აქტივობები:

1. იურიდიული დახმარება და კონსულტაციები გაეწიათ ტრეფიკინგის სავარაუდო და იდენტიფიცირებულ მსხვერპლებს.

2. ჩატარდა საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელისშემშლელი გარემოებების ანალიზი, მსხვერპლთათვის მათ უფლებებთან დაკავშირებით. შემუშავდა ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სტრატეგია (აჭარის რეგიონზე ყურადღების გამახვილებით).

3. ჩატარდა მრგვალი მაგიდა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებისთვის მიღებული შედეგების გასაცნობად.

პროექტის სახელწოდება: ,,სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში

პროექტის ხანგრძლივობა: 2006 წლიდან 2010 წლამდე

დონორი: ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰელსინკის კომიტეტი

პარტნიორი ორგანიზაციები: ,,ინტერაითსი”(დიდი ბრიტანეთი), ბარა(სომხეთი), სამართლებრივი განათლების საზოგადოება(აზერბაიჯანი). პროექტი რეგიონალურია და ერთდრულად მიმდინარეობდა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

პროექტის მიზანი და ამოცანები:

ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გაუმჯობესება ეროვნული მექანიზმების დახვეწისა და საეთაშორისო სტანდარტების დანერგვის გზით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, განსაკუთრებულ მიზანს კი წარმოადგენდა ამ ქვეყნებში სტრატეგიული სამართალწარმოების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

პროექტის სამიზნე ჯგუფები იყვნენ: ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სტრატეგიულ სამართალწარმოებას; ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატები; ხელისუფლება-პარლამენტი, სასამართლო და პროკურატურა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, მოეხდინათ ადამინის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

პროექტის აქტივობები:

პროექტის მიზნების განსახორციელებლად, მასში გათვალისწინებული იყო მთელი რიგი ღონისძიებანი: სპეციალური სატრეინინგო პროგრამები პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის სამ სახელმწიფოში, საკონსულტაციო ტრეინინგი, და სტაჟირება; ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების გაძლიერება, რათა კოორდინაცია გაეწიათ სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის მათ სახელმწიფოებში; კვალიფიციური ადვოკატების ქსელის ჩამოყალიბება და გაძლიერება სტრატეგიული სამართალწარმოების კუთხით; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ეროვნულისტანდარტების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა სტრატეგიულ სამართალწარმოებაში.

2010 წლის ბოლოსათვის, პროექტის შედეგად, მივიღეთ სტრატეგიულ სამართალწარმოებაში მომზადებული სამივე ქვეყანაში 50-ზე მეტი ადვოკატი, კვალიფიციურ ადვოკატთა ქსელი, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი შიდა კანონმდებლობა და სახელმწიფო სტრუქტურების უშუალო მონაწილეობა სტრატეგიულ სამართალწარმოებაში.

პროექტის სახელწოდება: პროკურატურის რეფორმის მხარდამჭერი პროექტი

პროექტის ხანგრძლივობა: 2006 წლის მაისიდან

დონორი: ევროკავშირი

პროექტის პარტნიორი: ,,ბრიტანეთის საბჭო” და ,,ალტაირ ასესორის”

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტი შედგება სამი კომპონენტისაგან: მართვისა და კომუნიკაციების სისტემების განვითარება; ადამიანური რესურსების განვითარება; სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმა.

პროექტის ძირითადი ამოცანა იყო მენეჯმენტის სფეროს ხელშეწყობით, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინსტიტუციონალური მართვის გაუმჯობესების გზით, არსებითი წვლილის შეტანა პროკურატურის სისტემის რეფორმირების პროცესში: ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მენეჯმენტის ხარისხის ზრდა-განვითარება; არსებული ტრეინინგ ცენტრის გაფართოება; მენეჯმენტის გაძლიერების გზით, ორგანიზაციული უნარის გაუმჯობესება.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ტექნიკური და საორგანიზაციო კომიტეტები, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ დაკავშირებული იყო პროექტის იმპლემენტაციასთან.

პროექტის ფარგლებში განახორციელა შემდეგი აქტივობები: ტრეინინგის მოდულების განვითარებაში მონაწილეობა და ტრეინინგის ფასილიტატორობა. კერძოდ, სრულყოფილი გამოძიების წარმოება და სტანდარტების დანერგვა, მოწმეებთან მოპყრობა, მტკიცებულებათა მოპოვებისა და აღმოჩენის წესები.

პროექტი მოიცავდა თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებს.