დასრულებული პროექტები
2005 წლის ივნისი-აგვისტოს თვეებში, ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფინანსური მხარაჭერით, განახორციელა პროექტი: “საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პატიმართა უფლებებსა და პენიტენციალურ სისტემაზე”.
მიზანი: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პატიმართა უფლებების შესახებ.
პროექტი მოკლევადიანი იყო და მიზნად ისახავდა მთელ რიგ საგანმანათლებლო სახის ღონისძიებებს, რომელთა საშუალებითაც,მნიშვნელოვნად უნდა ამღლებულიყო როგორც საზოგადოების, ასევე უშუალოდ პატიმრებისა და ციხის ადმინისტრაციის ცოდნის დონე პატიმართა უფლებებსა და მოვალეობებზე, ზოგადად პენიტენციალურ სისტემაზე.
პროექტის ფარგლებში გამოიცა ბიულეტენი, რომელშიც განმარტებული იყო პატიმართა უფლებანი და ჩამოყალიბებული იყო პატმართა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ძირითადი ხელისშემშლელი პირობები. ბიულეტენი ფართოდ გავრცელდა საზოგდოებაში, იგი ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი მსურველისათვის.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: გამოიცა საინფორმაციო ფურცელი “ერთად დავიცვათ პატიმართა უფლებები”; მომზადდა სატელევიზიო ვიდეო-კლიპი პატიმართა უფლებების შესახებ და დოკუმენტური ფილმი “დაბრუნება”, რომელიც მიეძღვნა პატიმრების საზოგადოებაში რეინტეგრაციის პრობლემას, ტელეკომპანია ,,იმედთან” თანამშრომლობით, მომზადდა სპეციალური 52 წუთიანი სატელევიზიო თოქ-შოუ ,,პატიმართა უფლებები და პენიტენციალური სისტემის რეფორმა”; რეგიონალური და ცენტრალური ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცა სხვადასხვა პროგრამები პატიმართა უფლებებზე”. პროექტის ფარგლებში გაიმართა ორი მრგვალი მაგიდა. პირველი მრგვალი მაგიდა “ციხე-პატიმარი-საზოგადოება” გაიმართა რუსთავის მე-6 საპყრობილის ტერიტორიაზე. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, იუსტიციის სამინისტროს, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. მათთან პრობლემებზე და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.
მეორე მრგვალი მაგიდა გაიმართა იუსტიციის სამინისტროში და მიეძღვნა ზოგადად პენიტენციალური სისტემის რეფორმირების პროცესს. მრგვალ მაგიდაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელებმა, სხვადასხვა ექსპერტებმა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
პროექტის მიმდინარეობისას, აქტიურად გამოიკვეთა საზოგადოების ინტერესი პროექტისადმი. ამაზე მეტყველებდა მოსახლეობის მხრიდან უამრავი სატელეფონო ზარი და წერილი. დონორმა ორგანიზაციებმა პროექტი წარმატებულად მიიჩნიეს და მაღალი შეფასება მისცეს, რაც შესაბამისად ასახულია დონორი ორგანიზაციების ანგარიშებში.
ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და კავკასიის სამართლის სკოლა 2008 წლიდან თანამშრომლობენ. კერძოდ, გაფორმდა მემორანდუმი და შემუშავდა სწავლების ინოვაციური პროგრამა. ეს არის პირველი და ექსკლუზიური შეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის. სამართლის სკოლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები პრაქტიკულ საადვოკატო კურსსგადიან “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” პრაქტიკოსი ადვოკატების ხელმძღვანელობით.

სასწავლო პროგრამის ინოვაციურობა კი მის ფორმაში გამოიხატება – სწავლება მიმდინარეობს როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე უშუალოდ “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ბაზაზე, ორგანიზაციის მრავალწლიანი გამოცდილებისა და რესურსის გამოყენებით. სწავლების პროგრამის შემუშავების დროს, მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული სტუდენტთა ინტერესები. სწავლების სრული კურსი 7 თვიან პერიოდს მოიცავს და რამდენიმე ეტეპად იყოფა. სწავლების პირველი 3 თვე წარიმართება ონლაინ რეჟიმში, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სწავლისაგან მოუწყვეტლად მიიღონ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება ჰიპოთეტურ საქმეებზე მუშაობის გზით. სტუდენტებს გადაეგზავნებათ 5 საქმე და მიიღებენ პრაქტიკულ დავალებებს, რაც გულისხმობს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე საკანონმდებლო აქტების მოძიებას, საქმის ანალიზს, აუცილებელი პროცესუალური დოკუმენტების მომზადებას. სწავლების მეორე ეტაპი 3 თვიანი სწავლების ინტენსიური პრაქტიკული კურსის გავლაა და მოიცავს ბაკალავრიატის სტუდენტების ინტენსიურ საადვოკატო პრაქტიკას ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”-ს ადვოკატების უშუალო ხელმძღვანელობით. ამ დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ მათ მიერ შერჩეულ კონკრეტულ საქმეებში და მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ პროცესუალური ქმედების განხორციელებაში, რომელიც აუცილებელი იქნება კონკრეტული საქმის წარმოებისათვის სასამართლო თუ სხვა ადმინისტრაციულ ინსტანციებში.

სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების ინტენსიურ ჩართვას კანონპროექტებისა და კანონმდებლობის ანალიზისა და მოქალაქეთა სამართლებრივი დახმარების პროცესში, რაც გულისხმობს მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციების გაწევას. აღნიშნულ პროცესებში ჩართვა,სტუდენტებს საშუალებას მისცემს, მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება სამართლის სხვადასხვა სფეროში, დაეუფლონ კლიენტთან ურთიერთობის ხელოვნებას და გამოიმუშავონ შეზღუდულ დროში სწრაფი რეაგირების უნარი. გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, მოამზადონ სხვადასხვა სტატიები უშუალოდ მათ პრაქტიკაში არსებულ პრობლებურ საკითხებზე.

სტატიები განთავსდება ორგანიზაციის საიტზე და დაიბეჭდება ყოველკვარტალურ გამოცემა ”42-ე მუხლში”. კლინიკის პროგრამის დამთავრების შემდეგ, სტუდენტები მოამზადებენ პრეზენტაციას მათ მიერ წარმოებულ საქმეზე. ისინი წარმოადგენენ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს – საქმის არსს, ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ არგუმენტაციას, მოძიებულ მტკიცებულებებს, დაყენებულ შუამდგომლობებს, სხვადასხვა იურიდიულ დოკუმენტაციას, პროცესუალურ საკითხებს, დაცვის სტრატეგიას, სამართლებრივ შედეგებს, სასამართლო გადაწყვეტილებას. პრეზენტაციის შედეგების მიხედვით,სტუდენტების შეფასებამოხდება. წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
2007-2010 წლებში, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ახორციელებს პროექტს “საზოგადოების მოთხოვნის გაზრდა უკეთეს კანონმდებლობაზე”. პროექტის მიზნებია: საქართველოს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პროექტის ფარგლებში მომზადდა და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია 4 სარჩელი; გარდა ამისა, ჩატარდა მრგვალი მაგიდები სხვადასხვა თემებზე; სოციალურად დაუცველ პირს გაეწია იურიდიული კონსულტაცია; პროექტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს რადიო და ტელეგადაცემებში. ჩატარდა ტრენინგი და სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, სადაც როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ადვოკატებმა მიიღეს მონაწილეობა. მომზადდა და ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსდა 10 სტატია საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების განმარტებებით. ასევე, პრესისთვის მომზადდა და გავრცელდა საგაზეთო სტატიები; გამოიცა და გავრცელდა საინფორმაციო ბიულეტენი ინგლისურ ენაზე; მომზადდა ანალიზი და რეკომენდაციები, როგორც მოქმედ საკანონმდებლო აქტებზე, ისე კანონპროექტებზე; მომზადდა მთელი პაკეტი რეკომენდაციებისა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და პატიმრობის კოდექსზე. გარდა ამისა, საპარლამენტო მდივანი, იყო უშუალო მონაწილე და წევრი საკონსტიტუციო ცვლილბებეზე მომუშავე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა.

პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია ”ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy) ფინანასური მხარდაჭერით.
2004-2007 წლებში, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტის”(OSI-ბუდაპეშტი) ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი ,,სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით: ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა”.

პროექტის ძირითადი მიზანი იყოევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა ქვეყნის შიდა ინსტანციებში. ასევე, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა როგორც შიდა დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
პროექტის ფარგლებში, 2006 წლის სექტემბრისათვის, წარმოებაში იყოდაახლოებით 55-მდე საქმე, აქედან, ევროსასამართლოში გაგზავნილია 20-ზე მეტი განაცხადი, უმეტეს მათგანზე მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია სასამართლოსთან. პროექტი ითვალისწინებდააგრეთვე, საქმეთა წარმოებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ადვოკატთა მიერ მომზადდა და შეტანილ იქნა 5 კონსტიტუციური სარჩელი, ორი საქმე დასრულდა წარმატებით, ორი მიღებულ იქნა წარმოებაში და ველოდებით არსებით განხილვას, ხოლო ერთი სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სტრატეგიული სამართალწარმოება, როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.
პროექტი ითვალისწინებდააგრეთვე იურიდიული კონსულტაციების გაწევას, როგორც თბილისის, ისე რეგიონის მოსახლეობისათვის სამართლის ყველა დარგში. საქართველოს 45-მდე რაიონში, რამდენიმე ასეულ ადამიანს გაეწია უფასო იურიდიული დახმარება, თბილისში კი, ყოველთვიურად, დაახლოებით 250-მდე ადამიანი იღებს კონსულტაციას.
პროექტის ფარგლებში გამოიცა ბროშურა ,,ადამიანის უფლებათა ეროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები”. მასში განხილულია ევროპის კონვენციით დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ამ უფლებათა დასაცავად, ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და პროცედურა, ასევე განხილულია სასამართლოს სტრუქტურა და საქმის განხილვის წესი.
ბროშურის ავტორთა აზრით, ის ხელს შეუწყობს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას, სასამართლო სისტემის დახვეწასა და სამართალწარმოებაში ევროპული სტანდარტების დანერგვას.