წესდება
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

წესდება

ზოგადი დებულებები


1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ (შემდგომში „ორგანიზაცია“), არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი უფლებადაცვითი გაერთიანება.
1.2. ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.
1.3. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ არის იურიდიული პირი, აქვს განცალკევებული ქონება და ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა სახის, მათ შორის სავალუტო ანგარიშები ბანკში, მრგვალი ბეჭედი, ემბლემა და ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სხვა სიმბოლიკა.
1.4. ორგანიზაციის მისამართია: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #12ა (იგივე ტ. შევჩენკოს #12), მე-5 სართული. ტელეფონები: 99 88 56, 93 28 59.
1.5. ორგანიზაცია მოქმედებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
1.6. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:

ლია მუხაშავრია;

შორენა ნაზღაიძე;

ალექსანდრე გამყრელიძე;

დავით არაბული;

ელგუჯა ყურუა.

ორგანიზაციის მისია

2.1 ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენ ხელს ვუწყობთ საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ჩვენ წვლილი შეგვაქვს ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებაში.

ორგანიზაციის ფასეულობები:


3.1. დემოკრატიული საზოგადოება კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრვებით ყალიბდება;

3.2. ადამიანის უფლებათა პატივისცემა სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების გარანტია;

3.3. ნდობა კვალიფიციური საქმიანობით მოიპოვება.

3.4. მნიშვნელოვანი შედეგები გუნდური მუშაობით მიიღწევა;

4.1. ორგანიზაციის მიზნები

4.1.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და მეორე თავის სხვა მუხლებით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დამკვიდრება და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
4.1.2. კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება;
4.1.3. მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაზე ზრუნვა;
4.1.4. ადამიანის უფლებადამცველ პირთათვის, მათი საქმიანობის განხორციელებაში თანადგომა და მათი პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა;
4.1.5. საზოგადოების სამართლებრივი კულტურისა და მართლშეგნების ამაღლება;
4.1.6. იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა.

ორგანიზაციის ამოცანები

5.1. ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა, შედარებითი ანალიზი და დანერგვა;

5.2. სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანოებში;

5.3. მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და მის სრულყოფაზე ზრუნვა;

5.4. თანამშრომლობა ადამიანის უფლებადამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის იურისტთა პროფესიულ გაერთიანებებთან;

5.5. საგანმანათლებლო საქმიანობა;

5.6. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

6.1. იურიდიული დახმარება

6.1.1.ადამიანის უფლებათა დაცვა ადგილობრივ დონეზე და საერთაშორისო ინსტანციებში;

6.1.2. იურიდიული კონსულტაცია;

6.1.3. სტრატეგიული სამართალწარმოება (იმ საქმეთა წარმოება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელიც მიმართულია კანონმდებლობსა და პრაქტიკაში სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრისაკენ)

6.2. სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება

6.2.1. ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმების შესახებ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება;

6.2.2.იურიდიული კლინიკა და სტაჟირებები (ადამიანის უფლებათა თემით დაინტერესებული პირთათვის);

6.2.3. საჯარო ღონისძიებები (ტრენინგები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციების და ა.შ);

6.2.4. კვლევების, ბროშურების, ანგარიშების, საინფორმაციო ბიულეტენებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების გამოცემა;


6.3. ეროვნული კანონმდებლობის და სახელმწიფო პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა

6.3.1. ორგანიზაციის მიერ საქმიანობის განხორციელებისას საერთაშორისი სტანდარტების გამოყენება/ლობირება( საქმის წარმოება,საჯარო განცხადებები, კვლევები და სხვ.);

6.3.2. კანონპროექტებზე რეკომენდაციების მომზადება;

6.3.3. საკონსტიტუციო სამართლაწარმოება;

6.3.4. თანამშრომლობა სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან;

6.3.5. კონკრეტული საკითხების/ წინადადებების ადვოკატირება;

6.3.6. “სასამართლო მეგობრის”(amicus curie) მოსაზრებების წარდგენა.


6.4. “watchdog” – მონიტორინგი

6.4.1. ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რეაგირება

6.4.2. სასამართლო პროცესების მონიტორინგი;

6.4.3. საჯარო საქმიანობის მონიტორინგი;

6.4.4. საარჩევნო კამპანიის მონიტორინგი;

6.4.5. სახელმწიფო რესურსების ხარჯვის მონიტორინგი

6.5. სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით და შეესაბამება ორგანიზაციის ძირითად მიზნებს. ორგანიზაციის წევრები და მათი უფლება-მოვალეობანი

ორგანიზაციის წევრები და მათი უფლება-მოვალეობანი

7.1. ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ფიზიკური პირი, რომელიც:

7.1.2 აღიარებს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს;

7.1.3 დაინტერესებულია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობით;

7.1.4. აქვს ორგანიზაციაში საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობის არანაკლებ 3 თვის გამოცდილება.

7.2. ორგანიზაციის წევრი არ შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომელიც:

7.2.1. არის საჯარო მოხელე ან პოლიტიკური პარტიის წევრი.

7.2.2. არ იზიარებს ორგანიზაციის მისიასა და მიზნებს;

7.3. წევრად მიღება

7.3.1.წევრობის კანდიდატმა, გამგეობას უნდა წარუდგინოს: (ა)განცხადება წევრად მიღების შესახებ; (ბ) ორგანიზაციის სამი წევრის რეკომენდაცია, რომელთაგან არცერთი არ უნდა იყოს გამგეობის წევრი. (გ) სამოტივაციო წერილი.
7.3.2. წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა .

7.4.ორგანიზაციის წევრი უფლებამოსილია:

7.4.1. აირჩიოს ან/და არჩეულ იქნას ხელმძღვანელ და სხვა ორგანოებში;
7.4.2. დაესწროს გამგეობის სხდომებს და წარუდგინოს ორგანიზაციის განვითარების მისეული ხედვა და იდეები;
7.4.3. მიმართოს განცხადებით ან/და საჩივრით გამგეობას ან აღმასრულებელ დირექტორს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
7.4.4. მონაწილეობა მიიღოს პროგრამებში, პროექტებში, ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ საქმეებსა და სხვა ღონისძიებებში;
7.4.5. მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და ისარგებლოს ორგანიზაციაში დაცული ინფორმაციით;
7.4.6. გაეცნოს ფინანსურ და სხვა სახის დოკუმენტაციას;
7.4.7. გავიდეს წევრობიდან.

7.5. ორგანიზაციის წევრი ვალდებულია:

7.5.1.შეასრულოს საწესდებო მოთხოვნები;
7.5.2. განახორციელოს ორგანიზაციისთვის სასარგებლო საქმიანობა;
7.5.3. დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი და ეთიკის წესები;
7.5.4.. შეასრულოს გამგეობის გადაწყვეტილებები და აღმასრულებელი დირექტორის მითითებები;
7.5.5. არ გაავრცელოს და არ გადასცეს მესამე პირებს ორგანიზაციის მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია;
7.5.6. გაუფრთხილდეს ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას და ქონებას;
7.5.7. გადაიხადოს საწევრო გადასახადი გამგეობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, თვეში 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.
7.5.8. წევრის მიერ მისი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი განისაზღვრება შინაგანაწესით და მოქმედი კანონმდებლობით.

7.6. ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტა ხდება:

7.6.1. პირადი განცხადების საფუძველზე;
7.6.2. ორგანიზაციის წესდების, შინაგანაწესისა და ეთიკის წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში;
7.6.3. თუკი წევრი აღარ აკმაყოფილებს 7.1.2. პუნქტით დადგენილ პირობებს;
7.6.4. საწევრო გადასახადის 6 თვის დავალიანების არსებობის შემთხვევაში.
7.6.5. გადაწყვეტილებას წევრობის შეწყვეტის შესახებ იღებს ორგანიზაციის საერთო კრება.

7.7. ორგანიზაციის წევრობის შეჩერდება:

7.7.1. წევრის მიერ საჯარო მოხელის თანამდებობის დაკავების ან/და პოლიტიკურ პარტიაში შესვლის შემთხვევაში;
7.7.2. საწევრო გადასახადის 6 თვის გადაუხდელობის გამო.
7.7.3. გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას წევრობის შეჩერების შესახებ.
7.7.4. წევრობის შეჩერების შემთხვევაში, წევრს უფლება აქვს, დაესწროს წევრთა საერთო კრებას, მაგრამ მას უჩერდება წესდებით განსაზღვრული ორგანიზაციის წევრის უფლება-მოვალეობები.

ორგანიზაციის მმართველობა
ორგანიზაციის მმართველობა

8.1. წევრთა საერთო კრება

8.1.1. ორგანიზაციის მართვის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო კრება.
8.1.2. საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ორგანიზაციის ყველა წევრს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც შეჩერებული აქვთ წევრობა.
8.1.3. საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ, ბოლო საერთო კრებიდან არაუგვიანეს ერთი წლის გასვლისა. გგამგეობა ვალდებულია, კრების ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ აცნობოს ორგანიზაციის წევრებს კრებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე. რიგგარეშე კრების მოწვევის შემთხვევაში, მოქმედებს იგივე ვადები.
8.1.4. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა:
8.1.4.1. გამგეობის გადაწყვეტილებით;
8.1.4.2. ორგანიზაციის არანაკლებ 5 (ხუთი) წევრის მოთხოვნით.
8.1.5. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს ორგანიზაციის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
8.1.6. ქვორუმის არარსებობის გამო, კრების განმეორებით მოწვევის შემთხვევაში, კრება უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს ორგანიზაციის წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ზე მეტი.
8.1.7. საერთო კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება:
8.1.7.1. წესდების მიღება და მასში ცვლილებების შეტანა;
8.1.7.2. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
8.1.7.3. ორგანიზაციის გამგეობის წევრთა არჩევა;
8.1.7.4. გამგეობის ანგარიშის დამტკიცება;
8.1.7.5. ფულადი სახსრებისა და მატერიალური რესურსების გამოყენების შემოწმების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სარევიზიო კომისიის შექმნა, რომლის უფლებამოსილებასაც განსაზღვრავს საერთო კრება.
8.1.7.6. ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტის საკითხის განხილვა 7.6.2. და 7.6.4.
პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
8.1.7.7. საწევრო გადასახადის ოდენობის განსაზღვრა.
8.1.8. საერთო კრების მიერ გადაწყვეტილებები მიიღება ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, გარდა საწესდებო ცვლილებებისა, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების 2/3-ით.

8.2. გამგეობა

8.2.1. საერთო კრებებს შორის პერიოდში, ორგანიზაციის საქმიანობას წარმართავს გამგეობა, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.

8.2.2. გამგეობის სხდომები მოიწვევა თავმჯდომარის მიერ ან გამგეობის წევრის მოთხოვნით, არანაკლებ თვეში ერთხელ.
8.2.3. გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა აქვს თავმჯდომარეს.



8.3. გამგეობის ფუნქციები:

8.3.1. ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და დამტკიცება, ასევე ორანიზაციის ხედვასა და მისიაში შესაძლო ცვლილებების დასამტკიცებლად წარდგენა საერთო კრებაზე.
8.3.2. ორგანიზაციის საქმიანობის კონკრეტული მიმართულებების, განსახორციელებელი პროექტების იდეების შემუშავება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა არანაკლებ სამ თვეში ერთხელ;
8.3.3. აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საპროექტო წინადადებების განხილვა და დამტკიცება;
8.3.4. საერთო კრების დანიშვნა და ორგანიზება;
8.3.5. აღმასრულებელი დირექტორის კონკურსის წესით დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
8.3.6. აღმასრულებელი დირექტორის ანგარიშების მოსმენა და დამტკიცება;
8.3.7. აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება ორგანიზაციის იმ ფინანსების განკარგვის შესახებ, რომელიც კონკრეტული ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული და მიღებულია სხვა წყაროდან;
8.3.8 ამტკიცებს წლიურ ოპერაციულ (სამოქმედო) გეგმას და წლიურ ფინანსურ ბიუჯეტს.
8.3.9. ამტკიცებს ფინანსურ პროცედურებს

8.3.10. ირჩევს აუდიტორულ კომპანიას.
8.3.11. ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების შექმნა და დამტკიცება;
8.3.12. მრჩეველთა საბჭოს შექმნა, დაკომპლექტება და საქმიანობის წესის განსაზღვრა;
8.3.13. შინაგანაწესისა და ეთიკის წესების შემუშავება და დამტკიცება და ზედამხედველობა ეთიკის წესების შესრულებაზე
8.3.14. საკონკურსო კომისიის ძირითადი და სარეზერვო შემადგენლობის არჩევა და დამტკიცება 1 წლის ვადით;
8.3.15. საკონკურსო კომისიის დებულების შემუშავება და დამტკიცება;
8.3.16. პირის წევრად მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
8.3.17. წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პირადი განცხადების არსებობის შემთხვევაში;
8.3.18. წევრობის შეჩერების შესახებ და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში შეჩერების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
8.3.19. გამგეობის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა 8.6.1.-8.6.5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
8.3.20. საწევრო გადასახადის გადახდის წესის განსაზღვრა;
8.3.21. ორგანიზაციის წევრების, აღმასრულებელი დირექტორის და მესამე პირთა განცხადებების და საჩივრების განხილვა გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

8.3.22. აღმასრულებელ დირექტორს აწვდის ინფორმაციას დაფინანსების შესაძლობლობებზე და ეხმარება კავშირების დამყარებაში.

8.3.23. გამგეობა ახდენს აღმასრულებელი დირექტორის შეფასებას. გამგეობა შეფასებისთვის იყენებს დირექტორის ანგარიშებსა და ორგანიზაციის წევრთათვის და სხვა თანამშრომელთათვის წინასწარ გაგზავნილ შეფასების კითხვარებს.

8.3.24. ყველა სხვა საკითხის განხილვა, რომელიც არ შედის საერთო კრებისა და აღმასრულებელი დირექტორის კომპეტენციაში.

8.4. გამგეობის წევრები:

8.4.1. გამგეობა შედგება ორგანიზაციის 5 წევრისგან, გამგეობის წევრები აირჩევიან როტაციის პრინციპით, 2 წლის ვადით. კკანდიდატების მიერ თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში, ინიშნება მეორე ტური.

8.4.2. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს გამგეობის წევრად ზედიზედ ორზე

მეტი უფლებამოსილების ვადით.

8.5. გამგეობის წევრის ვალდებულებები:

8.5.1. დაესწროს გამგეობის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს გამგეობის მუშაობაში;
8.5.2. სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში, გაეცნოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და იზრუნოს მის განხორციელებაზე;
8.5.3. მოამზადოს წინადადებები და იდეები ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიულ გეგმასა და საქმიანობის მიმართულებებთან დაკავშირებით.
8.5.4. წევრები ჩართული უნდა იყვნენ რესურსების მოზიდვის მიმართულებით დაგეგმვის, მონიტორინგისა და აღსრულების პროცესში.
8.5.5. გამგეობის წევრთა თვითშეფასების ფორმის შევსება 6 თვეში ერთხელ.

8.6. გამგეობის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება გამგეობის გადაწყვეტილებით:

8.6.1. პირადი განცხადების საფუძველზე;
8.6.2. უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო;
8.6.3. თუკი 3 თვეზე მეტი ვადით ვერ ასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს;
8.6.4. 3-ჯერ ზედიზედ, არასაპატიო მიზეზით გამგეობის სხდომის გაცდენის შემთხვევაში;
8.6.5. ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში – საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
8.6.6. გამგეობის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობს თვითონ ის წევრი, რომლის წევრობის საკითხიც განიხილება.
8.6.7. გამგეობის წევრისთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას ჩაენაცვლება ორგანიზაციის ის წევრი, რომელმაც საერთო კრებაზე, ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო გამგეობის არჩეული წევრების შემდეგ.

8.7.გამგეობის წევრები არიან:

დიმიტრი ხაჩიძე პ.ნ. 57001003373

როლანდ ასაკაშვილი პ.ნ. 01001017559

მაკა გიოშვილი პ.ნ. 13001005252

ელენე ფილეევა პ.ნ. 01011001262

ნინო ელბაქიძე პ.ნ. 010030077689



8.8. გამგეობის თავმჯდომარე

8.8.1. გამგეობის თავმჯდომარეს ირჩევს გამგეობა ხმათა უმრავლესობით, გამგეობის წევრობის უფლებამოსილების ვადით.

8.8.2 გამგეობის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები:

8.8.2.1. ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას;
8.8..2.2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე პირებთან;
8.8.2.3. წელიწადში ერთხელ ანგარიშს აბარებს საერთო კრებას ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
8.8.2.4. საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
8.8.2.5. იწვევს გამგეობის სხდომებს მინიმუმ თვეში ერთხელ და ატყობინებს გამგეობის წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ სხდომამდე 5 (ხუთი) დღით ადრე.

8.9. აღმასრულებელი დირექტორი

8.9.1. აღმასრულებელი დირექტორი, გამგეობასთან შეთანხმებით, მოქმედებს ორგანიზაციის სახელით და წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

8.9.2. აღმასრულებელ დირექტორს ნიშნავს გამგეობა 2 (ორი) წლის ვადით. დაუშვებელია ერთი და იგივე პირის დანიშვნა ზედიზედ, 2-ზე მეტი უფლებამოსილების ვადით.

8.10 აღმასრულებელი დირექტორი:

8.10.1. ანგარიშს აბარებს გამგეობას მისი საქმიანობის შესახებ სამ თვეში ერთხელ.
8.10.2 გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს წლიურ ოპერაციულ (სამოქმედო) გეგმას და წლიურ ფინანსურ ბიუჯეტს.
8.10.3. გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს პროგრამებს და პროექტებს;
8.10.4. ხელს აწერს ორგანიზაციის ფინანსურ დოკუმენტებს;
8.10.5 განკარგავს და ანგარიშვალდებულია ფულადი სახსრებისა და მატერიალური რესურსების გამოყენებაზე;
8.10.6.წარმართავს ორგანიზაციის აპარატის მუშაობას;
8.10.7. დებს ხელშეკრულებებს ორგანიზაციის სახელით;
8.10.8 საკონკურსო კომისიაში წარადგენს განახაცხადს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების შესახებ და მონაწილეობს კადრების შერჩევაში გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად; საკონკურსო კომისია კონკურსის არ გამოცხადების შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს ხუთი წევრის მონაწილეობით.

8.10.9 ზედამხედველობს ორგანიზაციის შინაგანაწესისა და ეთიკის წესების დაცვას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღების მიზნით მიმართავს გამგეობას.
8.10.10 თავისი ბრძანების საფუძველზე, გამგეობასთან შეთანხმებით, ნიშნავს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მივლინებაში ყოფნისა ან სხვა საპატიო მიზეზის (ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა) გამო, მოვალეობების 3 თვემდე ვადით შეუსრულებლობის შემთხვევაში. აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელზე გადადის აღმასრულებელი დირექტორის წესდებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა, გარდა თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა.
8.10.11. პასუხისმგებელია საერთო კრებაზე მიღებული სტრატეგიის დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბება, დახვეწასა და გამგეობისთვის წარდგენაზე;
8.10.12. გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითად ფინანსურ პროცედურებს, პასუხისმგებელია შესყიდვების განხორციელებაზე და უზრუნველყოფს ყველა იურიდიულ მოთხოვნასა და პასუხიმგებლობასთან შესაბამისობაში ყოფნას.
8.10.13. გამგეობას წარუდგენს აუდიტორული კომპანიების სიას.
8.10.14. პასუხიმგებელია ფონდების მოძიებაზე, პროექტების საბოლოო სახით ჩამოყალიბებასა და განხორციელებაზე.
8.10.15. გამგეობის წევრებს აწვდის ინფორმაციას ორგანიზაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ;
8.10.16. ექვს თვეში ერთხელ წარუდგენს გამგეობას ორგანიზაციის მუშაობის მიმდინარე ანგარიშს.
8.10.17. წელიწადში ერთხელ ახდენს თანამშრომელთა შეფასებას; იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელი არ არის აღმასრულებელი დირექტორი, შეფასების პროცესს შესაძლებელია მონაწილეობდეს მისი სუპერვაიზორი. თანამშრომელთა შეფასების საფუძველზე ადგენს თანამშრომელთა განვითარების გეგმას.

8.11. აღმასრულებელ დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდება:

8.11.1 პირადი განცხადების საფუძველზე;
8.11.2. წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო;
8.11.3. წესდებითა და შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო;
8.11.4. ზედიზედ 3 თვის განმავლობაში, თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის გამო.

ორგანიზაციის ქონება, სამეწარმეო საქმიანობა და პასუხისმგებლობა


9.1. ორგანიზაციის ქონებას შეადგენს წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის საჭირო ძირითადი ფონდები, საბრუნავი სახსრები და სხვა ფასეულობანი, რომელიც ასახულია ორგანიზაციის ბალანსში.

9.2. ორგანიზაციის ქონება იქმნება:

9.2.1. საწევროებით;
9.2.2. გრანტებითა და შემოწირულობებით;
9.2.3. ორგანიზაციის მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან მიღებული შემოსავლებით;
9.2.4. სხვა კანონიერი წყაროებით.
9.3. ორგანიზაციას უფლება აქვს, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, აწარმოოს სამეწარმეო საქმიანობა.
9.4. სამეწარმეო საქმიანობით მიღებული მოგება ორგანიზაციის წევრთა შორის არ განაწილდება და გამოიყენება მხოლოდ საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

ორგანიზაციის ლიკვიდაცია:


10.1. ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2. ლიკვიდაციის შემთხვევაში, დარჩენილი ქონება, გამგეობის გადაწყვეტილებით, გადაეცემა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას.

10.3. ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხდება:
10.3.1. საერთო კრების გადაწყვეტილებით;
10.3.2. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

გარდამავალი დებულება


11.1. 2010 წლის 30 იანვრის საერთო კრებაზე არჩეულ გამგეობის წევრთაგან მიღებულ ხმათა რაოდენობის შესაბამისად, პირველ და მეორე ადგილზე გასული წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სამი წლით და დანარჩენი სამი წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით.
08.09.2017