ირმა ლოხიშვილი 2018 წლის ოქტომბრიდან არის კონსტიტუციის 42-ე მუხლის სამართლებრივი მკვლევარი. 

განათლება:
2017-2018 წელს  დაასრულა ლუდვიგ-მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპის ეკონომიკის სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LL.M.), DAAD-ის სტიპენდიანტი. 2013-2015 წლებში დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2009-2013 წლებში დაასრულა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა.

სამუშაო გამოცდილება:
2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე არის სამართლებრივი მკვლევარი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ პროექტში „ევროსასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სისხლის სამართალსა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა ადვოკატირებისა და კვლევის გზით“ (პროექტი დაფინანსებულია PROLoG-ის მიერ).
სექტემბერი/2016 - ოქტომბერი/2017 ანალიტიკოსი (იურისტი) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი „ჩემი ადვოკატი“.
მარტი/2016 - ივლისი/2016 - პრაქტიკანტი გერმანიის პარლამენტის ენერგიისა და ეკონომიკის კომიტეტში, გერმანიის პარლამენტის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის ფარგლებში (IPS).
2014-2016 - სამართლებრივი მრჩეველი, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველო.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები:
 ქართული, ინგლისური და გერმანული.
ქეთევან ფრუიძე 2018 წლის ოქტომბრიდან არის კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი, პროექტის ფარგლებში „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით“.

განათლება
:

2017-2018 წლებში მიენიჭა ჟენევის ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების აკადემიის მაგისტრის ხარისხი მიმართულებით „გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.“ 2014-2016 წლებში მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართალში. 2010-2014 მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხი.  

სამუშაო გამოცდილება:


2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე არის კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი. 2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით იყო გარდამავალი მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრის (ICTJ) კვლევითი პრაქტიკანტი. 2015-2017 წლებში მუშაობდა იურისტად იურიდიულ ფირმა „ღვინაძე და პარტნიორებში“. 2015 წელს იყო სტაჟიორ იურისტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში“. 2014-2015 წლებში იყო სტაჟიორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურ განყოფილებაში.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები:
ინგლისური, რუსული, ფრანგული
კონსტანტინე ჩაჩიბაია 2018 წლის ოქტომბრიდან მუშაობს კონსტიტუციის 42- მუხლში”  იურისტის პოზიციაზე.

განა
ლება:
2014 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა.
2016 წელს  დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა.
2016-2019 წლებში სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე.

სამუშაო
გამოცდილება:
ივნისი/2018  - სექტემბერი/2018 - იურისტი, შპს „ავერსის კლინიკა“.
ოქტომბერი/2017 - მაისი/2018 - იურისტი ა(ა)იპ „რელიგიები მშვიდობისთვის“.
ოქტომბერი/2016 - სექტემბერი/2017 - წამყვანი სპეციალისტი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური.
თებერვალი/2016 - სექტემბერი2016 - იურისტი შპს „საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ჯგუფი“.
იანვარი/2015 - ივლისი/2015 - იურისტის თანაშემწე/სტაჟიორი - ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“.

ტექნიკური
უნარ-ჩვევები:
ენები
 - ქართული, რუსული, ინგლისური
რუსუდან მჭედლიშვილი 2004 წლიდან მუშაობს ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42- მუხლი  იურისტის პოზიციაზე.

განათლება:
2000-2005 წელი დაამთავრა თბილისის ,,ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი”, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

2017 წელი ოქტომბერიდან -2018 წელი ივლისის ჩათვილთ გაიარა ევროპის საბჭოს  სასწავლო პროგრამა (ILIA / HELP 2017) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრების კრიტერიუმების შესახებ. "საერთაშორისო სამართალი საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის შესახებ" (ILIA პროგრამა) .

სამუშაო გამოცდილება:

რუსუდანი ძირითადათ
მუშაობს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის მიმარულებით, თუმცა მას აქვს მუშაობის გამოცდილება სტრატეგიული, საკონსტიტუციო და საგადასახადო სამართალწარმოების  მიმართულებით.
2014 წლიდან 2018 წლის მარტამდე მუშაობდა იურისტის პოზიციაზე ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ Ned-ის პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა აზერბაიჯანიდან გაძევებული აქტივისტების მხარდაჭერას .
2019 წლის მარტიდან მუშაობს UNHCR-ის პროექტის-,,საქართველოში ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების სამართლებრივი დაცვა და გაძლიერება“ ფარგლებში სამართლებრივი კონსულტანტის პოზიციაზე.
მისი თანაავტორობით გამოცემულია:
  • ,, ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურები;
  • ,,2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის მობილიზებული თანხებისა და რესურსების ხარჯვის პროცესის მონიტორინგის ანგარიში”;
  • კვლევ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა, ანუ ,,პრივატიზება ქართულად ;
  • ,,ბიზნეს სფეროში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევა
  • ,,აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში-კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევა;
  • სისხლის სამართლის პროცესში საპროცესო შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებით-კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევა
  • ქალთა სამართლებრივი გზამკვლევი. 
  • ანგარიში ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა და კონსტიტუციური კონტროლი საქართველოში.”
ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები
 - ქართული, რუსული
 
2006 წლიდან ანნა თვარაძე მუშაობს იურისტად ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“.

განათლება:
2001- 2006 წლები დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მომენიჭა მაგისტრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:
ამ პერიოდის განმავლობაში იგი იყო სხვადასხვა პროექტების კოორდინატორი, ასევე ნამუშევარი აქვს არაერთ რეზონანულ საქმეზე. განსაკუთრებით წარმატებით იმუშავა აგვისტოს ომის საქმეებზე და ევრო სასამართლოში გაგზავნა სარჩელები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას გააჩნია პედაგოგიური უნარები. არაერთ პროეტში მუშაობდა როგორც მიწვეულ ტრენერად, ასევე პროექტის იურისტ-ტრენერედ. ამჟამად ის მუშაობს პროექტ „ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია, და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“. 

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები
 - ქართული, რუსული, ინგლისური
ნინო გაბრიჭიძე 2019 წლის 1 მარტიდან მუშაობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის სპეციალისტად.

განათლება:
2015 წელს დაასრულა საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2018 წელს მიენიჭა პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში

სამუშაო გამოცდილება:
2019 წლის 1-ლი მარტიდან მუშაობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის სპეციალისტად გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ მხარდაჭერილ პროექტში „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“
2017 წელს გაიარა პრაქტიკა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (DGAP) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების კვლევით ცენტრში, ბერლინი, გერმანია
2015  წელს მუშაობდა პროექტის ასისტენტად ორგანიზაციაში „თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის“ (CPP), პროექტი „უცნობი საბჭოთა წარსული“, თბილისი
2015 წელს  გაიარა სტაჟირება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თბილისის ოფისში

ტექბიკური უნარჩვევები:
ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული


ნინო ტაგანაშვილი 2018 წლიდან მუშაობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ იურისტის პოზიციაზე.
 
განათლება: 
2017 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის წოდება. 2013-2017 წლებში დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი. 2014 წელს გაიარა პოლონეთში, ვარშავის  ვისტულას უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კურსი.
 
სამუშაო გამოცდილება:
2016-2018 წლებში მუშოაბდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უმცროსი იურისტის პოზიზიაზე. 2015 წელს დასაქმებული იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "ტექნოკრედიტში" იურისტის პოზიციაზე. 2014-2015 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში 
 
პროექტები, სემინარები: საქართველოს წარმომადგენელი ჰუგო სინზეიმერის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე - საერთაშორისო შრომისსამართალი - ორჰუსის უნივერსიტეტი, ორჰუსი, დანია. კონფერენციის მონაწილე/ფინალისტი - "სოციალური და ეკონომიკური უფლებები" –Prolog, Gipa. აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე - „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თანამედროვე გამოწვევები პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში“. პროექტის - "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" გამარჯვებული, 1-ლი ადგილი. სემინარის მონაწილე/მომხსენებელი - „ევროკავშირის რეგიონალური პოლიტიკა, ცვლილებები ბრექსიტის შემდეგ, ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა ევროზონაში“ - ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ტალინი, ესტონეთი. სემინარის მონაწილე  - „გზა ევროპული ინსტიტუტებისკენ, უახლესი მიღწევები ევროკავშირის გარემოს შესახებ კანონმდებლობაში, მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ვილნიუსი, ლიტვა. სამუშაო ვორქშოფის მონაწილე - პატენტის ვადის გაგრძელება და სამართლებრივი რეგულირება, სავაჭრო საიდუმლოების დაცვა, პარიზის უნივერსიტეტი შუდ, პარიზი, საფრანგეთი. სემინარის მონაწილე - ინსტიტუციონალური აქციონერების როლი და მათი მომსახურე ორგანიზაციები - ამსტერდამის უნივერსიტეტი, ამსტერდამი, ნიდერლანდები
ნაშრომები:"The role of the European Court of Human Rights in safeguarding the rule of  law on the example of  Article 5 of the European Convention on Human Rights"; „კორპორაციული საფარველის გაჭოლვა, როგორც კრედიტორდა დაცვის სამართლებრივი მექანიზმი საკორპორაციო სამართალში“; „სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე“; „ქალაქ ფოთის განვითარების სტრატეგიული ხედვა“.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები
 
ქართულიინგლისურირუსული
გვანცა ლომაია 2019 წლის 1 თებერვლიდან არის კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი პროექტის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ მხარდაჭერილ პროექტში „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში;

განათლება:
2010-2014 წელს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკავლარო პროგრამაზე.
2014 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე;

სამუშაო გამოცდილება:
2016 წლიდან 2018 წელი - „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტში“ (TDI) იურისტი;
2015-2016 წლები  „იდენტობა“,  ბათუმის ოფისის იურისტ - მენეჯერი; 
2014 -2015 წელი „ადმიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) – იურისტი;
2014 წელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სტაჟიორი;

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები: ქართული, ინგლისური.
ელენე ფილეევა კონსტიტუციის 42-ე მუხლში 2003 წლიდან მუშაობს იურისტად.

განათლება:

1995-2000  წელი წარჩინებით დაამთავრა თბილისის  უნივერსიტეტი „ლეგია და კომპანია“, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
ნოემბერი  2007- სექტემბერი , 2008 -  დაამთავრა  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო  კურსი , ჰელსინსკის ფონდი,პოლონეთი. ნოემბერი 2011-მაისი, 2013, მაისი - სწავლობდა, ქალთა ადამიანის უფლებათა  პროგრამაში, ბულგარეთი.2011 წლიდან დღემდე  არის კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტი საჯარო სამართლის მიმართულებით.2017 წელს სექტემბერში გაიარა ევროპის საბჭოს   პროგრამის HELP ტრენერთა სერტიფიცირებული კურსი( ToT).

სამუშაო
გამოცდილება:
მუშაობდა მრავალ პროექტებში როგორც იურისტის  ასევე კოორდინატორის, ტრენერისა და ექსპერტის თანამდებობზე, მათ შორის:2017  წლის ივნისიდან დღემდე არის ადამიანის უფლებათა ფონდის  პროგრამის „ International Law In Advocacy” (ILIA ) კოორდინატორ - იურისტი. 2018 წლის ოქტომბერი- დეკემბერი- იურისტის პოზიციაზე პროექტში „შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა“; 2018 წლის ინვრიდან 2018 წლის ივლისამდე მუშაობდა იურისტად პროექტში „ არასამთავრობო სექტორის ჩართულობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართლის მართმსაჯულების პროცესში“.2016 წლის  - 2017  წლის პერიოდში აქტიურად მუშაობდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტებში, მათ შორის საგანმანათლებო ხასიათისა.
2016 წლის თებერვლიდან 2016 წლის მარტამდე მუშაობდა PROLoG მიერ დაფინანსებულ პროექტში „ რეგიონში მცხოვრებ ქალთა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა“იურისტ-ტრენერის პოზიციაზე.2014 წლის ინვრიდან 2016 წლის იანვრამდე -  USAID მიერ დაფინანსებული პროექტში „ გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხრის ხელშეწყობა“ უფროსი იურისტის პოზიციაზე სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით. 2006 წლიდან 2016 წლამდე  მუშაობდა“ სტრატეგიული სამართალწარმოება საქართველოში“ პროექტის იურისტად. 2012 წლის მაისიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით  იყო UNDP მიერ დაფინანსებული პროექტის “შშმ პირთა სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს გაძლიერების ხელშეწყობა “ ექსპერტის თანამდებობაზე. 2010 წლის ივნისიდან- 2011 წლის აპრილამდე მუშაობდა UN WOMAN მიერ დაფინასებულ პროექტის“ ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და პრევენცია“ კოორდინატორ - იურისტად. 2009-2010  წლის განმავლობაში ჩართული იყო „ 42-ე მუხლის“   და კავკასიის სამართლის სკოლის  იურიდიული  კლინიკის პროგრამაში, ტრენერ- ადვოკატის პოზიციაზე.
მუშაობს სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, თუმცა მას გააჩნია სისხლის სამართლის კუთხით მუშაობის გამოცდილება, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მრავალი შეტანილი საჩივრების ავტორია. ასევე არის ქალთა ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტში გაგზავნილი განაცხადის ავტორი( X და Y საქართველოს წინააღმდეგ).
სხვადასხვა პერიოდში მან აქტიურად იყო ჩართული  სასამართლო და  საარჩევნო მონიტორინგის პროცესებში.
2010  წლის ინვრიდან 2015 წლის მარტამდე იყო ორგანიზაციის გამგეობის წევრი,ხოლო 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მარტამდე ასრულებდა  ორგანიზაციის თავმჯდომარის ფუქნციებს .2018 წლიდან  სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრია.
 
ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები
- რუსული, ქართული, ინგლისური

სალომე რობაქიძე 2019 წლის მარტიდან არის კონსტიტუციის 42-ე მუხლის სამართლებრივი კონსულტანტი

განათლება:
2017-2018 წელს  დაასრულა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის კვლევითი პროგრამა, ბერლინის პარლამენტის სასწავლო ფონდის სტიპენდიანტი.  2015-2016 წლებში იყო რობერტ ბოშის ფონდის პროექტის ,,კარგი მმართველობის“ (Good Governance 2015/16) მონაწილე.
2012-2013 წლებში დაასრულა ჰამბურგის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LL.M.), DAAD-ის სტიპენდიანტი. 2008-2010 წლებში დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით. 2004-2008 წლებში დაასრულა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა.

სამუშაო გამოცდილება:
2019 წლის მარტიდან დღემდე არის სამართლებრივი კონსულტანტი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერილ პროექტში ,,ლთოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვა და გაძლიერება“.  
ოქტომბერი/2010 - სექტემბერი/2012 მოსამართლის თანაშემწე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
იანვარი/2014 - სექტემბერი/2017 მოსამართლის თანაშემწე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
მარტი/2016 - ივლისი/2016 - პრაქტიკანტი გერმანიის პარლამენტში ფედერალური შინაგან საქმეთა მინისტრის ბიუროში, გერმანიის პარლამენტის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის ფარგლებში (IPS).
თებერვალი/2008-ნოემბერი/2008 - ადვოკატის/სამართლებრივი კონსულტანტის  თანაშემწე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების სამსახურში

ენები:  ქართული, რუსული, ინგლისური და გერმანული.