თამარ ხიდაშელი - პროექტის კოორდინატორი

თამარ ხიდაშელი 2019 წლის მარტიდან მუშაობს კონსტიტუციის 42- მუხლის პროექტის „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ კოორდინატორის პოზიციაზე.

განათლება:

2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. იმავე წელს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.  

2006 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის განხრით და 2007 წელს მიენიჭა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის წოდება.

სამუშაო გამოცდილება:

2015-2016 წლებში იყო მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2013-2015 წლებში ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა" გუნდის ლიდერი. 2011 – 2013 წლამდე იკავებდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „ადამიანის უფლებებისა და მართმსაჯულების ხელმისაწვდომობა“ პროგრამის კოორდინატორის პოზიციას. 2011 წელს იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოკლევადიანი ექსპერტი. 2008-2010 წლებში იკავებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას. 2008 წელს იყო ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებელი მონტენეგროში. 2008 წელს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტად. 2006-2007 წლებში იყო ადამიანის უფლებათა ევროპული ცენტრის მოხალისე. 2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პროექტის კოორდინატორად. 2001 – 2002 წლებში იყო მოზარდთა განვითარების ცენტრის იურისტი.

თამარ ხიდაშელი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის დამაარსებელი და პირველი ეროვნული კოორდინატორი (2009-2011 წწ.), აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (2009-2011), საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების კომისიის წევრი (2013-2015).