ჩვენი გუნდი
ანა გუდაძე - იურისტი
ანა გუდაძე 2019 წლის იანვრიდან არის, კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ დაფინანსებული პროექტის  ფარგლებში -  „ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და თავშესაფრის მაძიებლების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“.

განათლება:
2018 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, დიპლომი წარჩინებით. ამავე წელს, მან გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში გაიარა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემის კურსი. 2011-2015 წელს სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. ზოგადი განათლება მიღებული აქვს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში.

სამუშაო გამოცდილება:
2019 წლიდან იანვრიდან დღემდე, არის, კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ დაფინანსებული პროექტის  ფარგლებში -  „ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და თავშესაფრის მაძიებლების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“.
2017-2018 წლებში იგი ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და თანამშრომლობდა სხვადასხვა კერძო კომპანიასთან.
2013-2017 წლებში მუშაობდა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციაში“ იურისტისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
2015 წელს მუშაობდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბიზნეს ფორუმზე.
დამატებითი ინფორმაცია:
2018 წლიდან დღემდე, არის, პროგრესის ცენტრისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე, ქალების გაძლიერების ქსელის მონაწილე.
2017 წლიდან დღემდე, არის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2017 წელს გაიარა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენერთა ტრენინგი და ამავე ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგები სამართლის სხვადასხვა სფეროში მოქალაქეებისათვის.
2016 წლის შემოდგომის სემესტრში, უძღვებოდა სამართლის გაკვეთილებს ქ. თბილისის #60-ე საჯარო სკოლაში.
არის, მედიასამართლის სახელმძღვანელოსა (სერგი ჯორბენაძე, უშანგი ბახტაძე, ზურაბ მაჭარაძე, თბილისი, 2014) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის (GIZ, USAID, PROLoG Cooperation, http://www.gccc.ge) თანაავტორის (სერგი ჯორბენაძე) ასისტენტი.

ტექნიკური უნარ-ჩვევები:
ენები: 
ქართული, ინგლისური, რუსული.
ბეჭდვა